შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ყურცქვიტას


18-06-2016, 13:54
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 615

ჩემი ნაცარა, ბაცანცალა, ყურებპარტყუნა,
ჩემი პატარა ონავარი, ბიძას იმედი,
ხან ბუზღუნავ და ხან ბუტიავ, ჩემო დათუნავ,
ვიჩქარე მაგრამ ოცნებამდე ვეღარ მივედი.

გადაღლილი ვარ, თანაც ისე, რომ მეზარება,
რაიმე რთული გონს მოსწყდეს და გამოაშუქოს,
შენი კისკისი დაერთვება სტროფებს ზარებად,
ო, როგორ მინდა, ეგ კისკისი სულ მე მაჩუქო.

აწყდება სიმი ნეტარების გულის გიტარას,
შენკენ გამოსწევს ოცნებების ტრიო წლეული,
მხიარულება.. აწი მე სხვა არა მინდა რა,
ჩემს ყურცქვიტასთან არ მივიდე ოღონდ ძლეული!

მიიმალება ხშირ ბუჩქებში ჩემი ნაცარა,
და რომ აბრაზებს დღეს ბიძიკოს სულაც არ დარდობს,
დიდი ამბავი, დაე ვიყო ერთხელ ცანცარა,
მე შენ გეტყვი და არ გამოჩნდეს ვინმე, მადარდოს.



№1  offline წევრი Maks

რა საყვარელი ლექსია

 


№2 სტუმარი ანუბისი

ბაჭი, ცანცარა არ ვარ, ცოტა შურისმაძიებელი ვარ მხოლოდ. არ შეიძლება ჩემი გაბრაზება :D

 


№3 სტუმარი Mehidos achrdili

Ai es mesmis..sagol magaria,tan tbili bravo!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent