ზურა სალუქვაძე - ო, რა მაგარი ქალი ხარ!
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე, შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ დასაწყისშივე გეტყვი რომ „ო რა მაგარი ქალი ხარ!“ შავი ღვინის გაქვს ტუჩები მაშინ როდესაც ლოთი ვარ და როცა თრობა მინდება, მეც შენთან სტუმრად მოვდივარ აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში, იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც არ გეტყვი სათქმელში, ცხოვრებას რისკით შევხედავ სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად, თუ მთასვლელობა შევძელი, მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად. ღრუბლებს კი ნუ ემალები, გიხდება მათგან გამოსვლა, და როცა მწვერვალს დავიპყრობ შენ მზის იქნები ამოსვლა, ვარდების ზღვაში გიხილე, ლექსი გიძღვენი უთქმელი, ვარდებს სურნელი აღარ აქვთ ვარდებს აქვთ შენი სურნელი. ხედავ რა ქალი ყოფილხარ? შენსკენ ლტოლვა რომ დიდია, შენზზე მაგარი კაიფი მე სულ ფეხებზე . ეს ვარდები კი ძვირფასო, გრძნობებით მოქარგულია, არც ერთი არ მიყიდია, სულ ყველა მოპარულია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.