აბა რა გითხრა მეგობარო...
აბა რა გითხრა მეგობარო, ეჰ ძველებურად ქუჩებში ახლა ვინღა ათევს ღამეს მთვარიანს?! ასე ნელ-ნელა გავეცალეთ საზიზღარ ბურანს და სული გვიდგას, სული გვიდგას რაც მთავარია. რაც მთავარია სამსახური, შვილები, ცოლი, სახლი და სახლის გარეთ თითქმის სხვაგან არსად ვართ. გადავეჩვიეთ ღამ-ღამობით ხიდისქვეშ წოლას და რახანია არ გვივლია გაუპარსავად. ამდენი საქმე დაგვიგროვდა. დაქცეულ ფანჯრებს ყოველი ზამთრის დასაწყისში ვამრთელებთ, ვგოზავთ. ამ უხარისხო ცელოფნებზე რომ დავიხარჯეთ გამოგვეცვალა დარაბები და თავის დროზე ამოგველაგმა ღრიჭოები ჩვენს ბუნაგებში, სადაც დრო და დრო გავარღვევდით გარდმოსულ ბურანს და ამ კედლებში, საშაიროდ თუ სანუგეშოდ, ჩვენც, სხვების მსგავსად გვეღრიალა „ის მაინც ბრუნავს“ მაგრამ წითელი ჰაერისგან დაორთქლილ კლაპანს, ბოჭავდა მძიმედ, სრუტეებში დახშული ღამე და როცა მოვრჩით გიჟებივით თევზების ყლაპვას, მლაშე ნაპირზე ამორიყეს ტალღებმა გვამი. და ასე ვცხოვრობთ, უხმაუროდ და უნიათოდ, არავინ ათევს აივნებზე ღამეს მთვარიანს. ვეწევით, ვწვალობთ, ადრე ვწვებით, ვწერთ იშვიათად და სული გვიდგას, სული გვიდგას რაც მთავარია. თემურ ელიავა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.