შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს!


15-07-2016, 13:02
ავტორი დავით
ნანახია 1 959

თვალები მისი მნუსხავენ და სულს მიძაბავენ,
და თმების სურნელს მღელვარება გულში შემოაქვს.
თვით ანგელოზნიც კი ამ ქალის ღიმილს ბაძავენ,
მის ლამაზ ტუჩებს აკრძალული ხილის გემო აქვს!
თითები მისი...
მათი ქება როგორ გავბედო?!
თუნდ ერთხელ, მათი ამბორისთვის თავსაც დავდებდი!
ღმერთებო მოდით, სიყვარულის გიხმობთ თავდებად,
თქვით, რომ აქამდე მე ამ ქალის აჩრდილს დავსდევდი!
მისი შეხება - ცეცხლთან ცეკვის არის სადარი
და მონად აქცევს! თვით კუპიდონს - მკერდი შიშველი...
მეც აღარ ვიცი, გული ჩემი უკვე სად არის
ღმერთო მიშველე! მე ვგიჟდები...
ღმერთო, მიშველე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent