შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მევიოლინე . . .


18-07-2016, 21:08
ნანახია 2 316

მევიოლინევ! უნდა მორჩე... ჩემში დასრულდე,
შენი ნოტები რადგან ფუჭი გრძნობის თარგია...
მეც შეიძლება ხვალ შენსავით გავუფასურდე,
დავეძებ იმას,ვინც სიმშვიდე დამაკარგია...
ვინც შენს ნოტებში გამოფიტა ღამე და...მიაქვს -
ყველა ოცნება...სადაც ჩემთვის მიყვარდა ყოფნა...
სადაც დაღლილი - შემაჩვია ტკივილს და თრიაქს,
სადაც შეცვალა სინანულის ცრემლები - ოფლმა...
არ გაჩერდები..ვიცი მაინც ამომჭრი სულს და
მევიოლინევ !!! შენც ნოტები დაგძველებია...
უცხოს მოსმენა,ერთი ჭიქის დალევა მსურდა,
ჩემს ფიქრებში ხომ...ახლა მხოლოდ ნანგრევებია...
დასანანია,დრო შეცვლილი ჯიუტად მაცლის -
შერჩენილ სითბოს...შენც ჩემსავით გაუქმდე გინდა...
რომ დავივიწყოთ ის სიკეთე პატარა მარცვლის -
ლხენად რომ გვექცა ერთ დროს,თუმცა...წვალებად ღირდა...
ფერწასულია მელოდია ჟანრის გარეშე,
და ყველა ნოტიც უძლურია ტკივილის იქეთ...
რაც კი მახსოვდა ყველა დარდი მოვითარეშე,
სადაც ,,გვიყვარდა ერთმანეთი" - საღამო გიქეთ...
გახელილ ღამეს - შორს და სადღაც...მიქსოვდა ქარი,
და თუ კი მაინც შემოვიცვი დაღლილი ნატვრა -
შემოგითენე...ვერ ვიქნები მშვიდი და წყნარი,
ეს უძინარი ფიქრებია - რომლებიც დათვრა...
მევიოლინევ! მე დავსრულდი შენში და გისმენ,
ყველა ის ნოტი - განა მართლა დანაკარგია...
უნდა წავიდე...ახლა რადგან ოცნებებს ვიცმევ -
მას ვაპატიე,ვინც სიმშვიდე დამაკარგია...

"პასუხი მევიოლინესგან"[ ჩუმი 'პოეტესა'
სულის პოეტო! ნახე მოვრჩი... შენში დავსრულდი,
მაგრამ ნოტები არ იფიქრო კვლავ, რომ ყალბია.
სითბოს ძებნაში შენზე ფიქრებს, როცა მოვეშვი
ყველა კარგი და თბილი გრძნობა დამიკარდია.
შენ ჩემს ნოტებში გამოფიტე დღეცა და ღამეც,
თურმე დაღლილი მოეჩვიე ჩემს მელოდიებს.
ოცნება შლეგი შენთან ერთად - უშენოდ დავთმე,
ეხლა ვერავინ, შენნაირად ვერსად ვერ მისმენს.
და მეც გავჩერდი - გაგატანე ჩემი ღიმილი,
ჰო! ეს ნოტები შენზე ფიქრში დამძველებია.
მოდი დაასხი ბოლო ჭიქა ერთად დავლიოთ,
თურმე სიყვარულს ასე ყოფნა - არ შესძლებია.
დასანანია დრომ გრძნობები არც მე შემარგო,
ჰო მეც შენსავით გაუქმება მომინდა უცებ.
იცი? რაც წადი უშენობით ყველამ შემატყო,
მელოდიის დროს - უნებურად თითებს, რომ ვურევ.
ფერწასულია მელოდია მსმენლის გარეშე,
სულ სავსე დარბაზს - ერთადერთი სკამიღა დარჩა.
მოდი დაბრუნდი!.. ამ ერთ ადგილს, მხოლოდ შენ ავსებ,
ნუ დასრულდები შენ, ხომ ჩემში გრძნობები დაგრჩა ...

& ჩუმი 'პოეტესა'[/b]



№1  offline წევრი Firefly

სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ გადმოვცე ისე მომეწონა!
წარმატებებს გისურვებ.
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

არვიცო რატომღაც არდაიდო მაგრამ პირველი ლექსი "მევიოლინე" არის - tAvXeDi pOeTi_ ს
მეორე ლექსი "პასუხი მევიოლინესგან" ჩემი

Firefly
სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ გადმოვცე ისე მომეწონა!
წარმატებებს გისურვებ.

მადლობა თბილოო ❤❤❤
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3 სტუმარი natia

Warmstebebi gagvaoce bevrjer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent