მზე ანათებს, გულში ისე ცხელა - 31 ივლისი
+18... ბავშვები მოარიდეთ ტელე ეკრანებს თუ შეიძლება. მზე ანათებს გულში ისე ცხელა კოცნები კი დამაცხუნებს ყელამდე გუგუნს იწყებს ფაიტონი მწველად მახსოვს ნაცნობ ქუჩას, გული მე დავდე. შეჩვეული ამ ბნელ ქუჩას, მახსოვს ჩაივლი სადაც ყოველთვის დარბოდი ნაღველს ვტევ შავ ყუთში, თავიც მართობს სიხარული მოდის ჩვენთან - ვამბობდი. შემიყვარდი გულს ხომ ვერ უბრძანებ სახელს კვეთ და ეს მეტ სიტყვას ბადებდა შემიყვარდი როგორც სავსე მთვარე მინათებს ამღვრეულ ბილიკს, დამჩემდა ლოდინი დროს, როცა სინათლეს თავად ანთებდა. როცა ვინმე მკითხავს: გულში რა გჭირს? ვუპასუხებ, როგორ ბასრად დამჭრეს აქ, ვუფერფლივარ ამ მეთოდებს დასჯის, შენი სითბო ცხოვრებისთვის დამჭირდა. დაბადების დღე გაქვს ახლა ტკბილად, როგორც ცეცხლად იწვის ვარდი სილაში ცხოვრება ერთხელ დამიჯდა ძვირად, როცა ვყლაპე ამ ცხოვრების სიმლაშე. სულში ჭადარს გაუდგია ფესვი, ჩემ გარშემო უაზრო ცხედრებია ვფიცავ შენთან რომ ვიქნები გვერდში, თუმცა სხვები ფეხში კვლავ მედებიან. მწვავედ მიმზერ, მწვავ გულიდან გულში შენი სითბო ჩემ ორგანიზმს სულ შია, შეიძლება ყოველი დღე ჭურში გაატარო, რაც დაგრჩება სულშია. მიყვარს შენი ათრთოლვილი მკერდი, მიყვარს თამაშით როდესაც მეკვრიან შენი ნაზი ყვავილის ტუჩები ვნების მორევს უზრუნველად მესვრიან. ვერ მივუსწრებთ, გაშლილ სუფრას, ნადიმს ხედავ როგორ უეცარად გარბის დრო არ გვაქვს დრო სმის, დრო მოთქმის, დრო ჭამის ივლისია ჩვენი ცხელი აგვისტო. წამიერად დავუჭერ სამოთხეს მხარს მინდა გულში მზედ რომ გამომეცხადო კარცერ-ლუქსში შენვე გამოგკეტავ არ დავუშვა, სადმე გადამეკარგო! გიჟი ხარ და, მეც მაგიჟებ ფრთებით მეც შენ გამო ყველაფრის ჩამდენი ვარ ერთმანეთის სიყვარულში ვთვრებით, და იცი რომ სამუდამოდ ჩემი ხარ! ე.მ. 30 ივლისი 2016 16:24 ჩემს ფისუნიას. პ.ს. ჩემს ფისუნიას, სულ რამდენიმე საათში, უფრო სწორედ ერთ საათსა და 9 წუთში დაბადების დღე აქვს. აი ეს პატარა საჩუქარი მინდა მივუძღვნა მას და ისე მივულოცო დაბადების დღე. მინდა იცოდეს, როგორ მიყვარს და მისთვის კლდიდანაც, რომ გადავხტები. ერკემიდასელებო - ნუ ღელავთ მე მაინც გადავრჩები, რადგან თქვენ გულებში და რაც მთავარი, მის გულში ვიცოცხლებ სამუდამოდ ^_^ ... დამეხმარეთ მეგობრებო და ერკემიდასელებო.. დამეხმარეთ, რომ გავახაროთ. აბა ყველამ ერთად ავდგეთ და ვთქვათ - გილოცააააააააააავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.