შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ მოგიტევებ . . .


1-08-2016, 00:06
ნანახია 1 815

ბექა კეკელია:
მე მომიტევე ქალბატონო რომ ცოდვილი ვარ
და ასე უცბათ აგიხსენი გრძნობათა განცდა
მე შემიწყალე ქალბატონო რომ ასეთი ვარ
რომ ამ ცხოვრებას ჩემი სურვილი სრულიად გაცდა.

მე შენზე ვფიქრობ ქალბატონო, ჩემში გიგრძენი
არეულ ფიქრში შეცდომების მე მაქვს აზრები
მე სიყვარულით მოგიდექი შენ, ქალბატონო..
შენ სურვილებში, დამანახე მძიმე დარდები.

მე მიერთგულე, ქალბატონო და დამაფასე
უჩვეულოა, ჩემში ყოველი ცუდი ქმედება.
თუ შემისრულებ ამ ყველაფერ მე დამავალებ
და ჩემი გული ქალბატონო, შენსას ერქმევა.

მე გელოდები ქალბატონო სურვილის მიღმა
ახლა გრძნობათა, ერთ ფეროვნების ერთგული მქვია.
თუ შენ მოხვედი ქალბატონო რა უნდა მითხრა...
ეს გულის კარი ქალბატონო შენთვის მაქვს ღია.

ასე ფიქრებით შემოვედი შენ სულთან ახლოს
შენ ქალბატონო, მიწილადე შენი აზრები...
და ჩემ თვალებმა უცრემლო თვალით უნდა რომ გნახოს
და ასე გეტყვი ქალბატონო ჩემი გახდები.

ჩუმი 'პოეტესა'
ვერ მოგიტევებ ჩემო კარგო გრძნობებს გამხელილს,
ვერც შენს სურვილებს ვერ შეუკრავ საზღვრების ღობეს.
თუ ჩემზე ფიქრობ და ამ ფიქრებს შეცდომებს აწერ,
რაღატომ მიწერ გრძნობა სავსე ლექსების სტროფებს.

თუ შენზე ფიქრში უცაბედად შენად მიგრძენი,
რატომ ფიქრობ რომ შეცდომები ფეხდაფეხ მოგსდევს.
თუ სიყვარულით მომიდექი მაშინ რაღატომ -
რაღატომ გინდა შენს გრძნობებს, რომ დარდები მოჰყვეს.

რომ გიერთგულე და შენს გარდა ვერვის ვხედავდი,
ცილი დამწამე - "დაფასება არ იცი ჩემი".
მე გაფასებდი ეხლა შენ გთხოვ მხოლოდ გიყვარდე,
მხოლოდ გრძნობები მიმხილე და მერქმევა შენი.

თუ მელოდები ჩემო კარგო სურვილებს მიღმა,
და ლამაზ გრძნობებს უერთგულებ შენ ჩემს მოსვლამდე.
ვიტყვი რომ წასვლა ... შენგან წასვლა ნამდვილად ღირდა,
და ატკიებულ უშენობას შენვე მოარჩენ.

ვხარობ!.. ფიქრებით შემოვსულვარ შენს სულთან ახლოს,
მეც უნებურად გიწილადე ჩემი აზრები.
მალამოდ მოვალ ტკივილისგან სხეულს რომ დათმობ,
მოგეხვევი და სამუდამოდ შენთან დავრჩები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent