შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედას


4-08-2016, 15:06
ავტორი Kristy
ნანახია 2 134

მე შენი ყველა ნაწილი მიყვარს,
ყველა ჩვევა და ყველა წადილი...
შენი გული ხომ ყოველდღე მიტანს,
არ გენანება თეთრი მანდილი!

მიყვარს ის სხივი, თაფლისფერ თვალებს
სიხარულით რომ აფორიაქებს,
როცა მიითვლი ლოდინის წამებს
და სიხარული მოლოდინს აქებს!

მიყვარს ტუჩების უაზრო კვნეტა,
ნერვიულ ფონზე ქცეული ჩვევად
და სიყვარულის ერთგული ნება,
როგორ იღვრება მოზომილ ქცევად!

მიყვარს მაგ შუბლზე შრეების ხილვა,
გაოცებისგან წამში რომ ჩნდება...
თუკი თვალებმა ერთხელ გიხილა,
ყველა ოცნება ერთხმად ახდება!

მიყვარს სიცილი ხალასი გრძნობით,
ბედნიერების ურჩი ნიშანი
და შეფარული, უსიტყვო ნდობით
შემოფარგლული თამამი ბანი!

მიყვარს ეს თბილი, ნაცნობი გრძნობა,
შენს შეხებას რომ მამცნობს გონება
და დედის წმინდა, ერთგული ტრფობა -
ეს საუცხოო გამოგონება!

მიყვარს ჯიუტად მაგ სახის კოცნა,
დედაშვილობის ტკბილი სურნელი
და უკვდავების ფერადი კონა,
როცა სიყვარულს მისგან სულ ელი!

მიყვარს მაგ სახის ყველა ნაოჭი
ჩემს აღზრდაში რომ შემოგექარგა...
ძვირფასო, წელი გავიდა ოცი,
შენ ისევ ბალღის სამოსელს ქარგავ!

მიყვარს მტკიცე და ძლიერი დედა
და შეუვალი სიმართლის წამი,
რომ დავიჩემებ ჩემს აზრებს მე და
შემომაკლდება სილაღის აბი

და შენში მიყვარს მოუთმენელი,
დაუცხრომელი პატარა გოგო,
რომ ვერ ერგება ქმედება ნელი,
როცა მოლოდინს არ უჩანს ბოლო!

მე შენში მიყვარს ჩემივე თავი,
მიყვარს ეს ჩემი ლამაზი ქალი,
რადგან სამყარო გახდება ავი,
თუ არ დაგვიცავს დედების ფარი!



№1 სტუმარი Magda

მიყვარხარ და მიყვარს ეს ლექსიც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent