შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟამი თვეთა


5-08-2016, 12:43
ავტორი Sabinio
ნანახია 1 478

სექტემბერში რომანტიკით ვიწყებდი,
ცოტა სასმელს შევურევდი ჩუმად
მიყვარხარ თქო, რომ არ მეთქვა, მიწყენდი
ვამბობდი და შენ ამბობდი ჩუ მანდ.
ოქტომბერში, მეტ სასმელს რომ დავლევდი
სექტემბრის რომ დამელია ნატრობდი
მარტოობას შენთან ყოფნას ვარჩევდი
შორს იყავი, მაგრამ ისევ გარბოდი.
ნოემბერში სიცივე რომ მჯობნიდა,
უშენობას ვაბრალებდი მე გლახა.
სითბო სახლის წინა თვეში მყოფნიდა
შენთან ყოფნა თუ მეყოფა ახლა.
დეკემბერში რა ხდებოდა არ ვიცი,
თითქოს შენთან არ მინდოდა ყოფნა
თითქოს შენ თან არ გითქვია ფიცი,
რომ არ ვარგა ჩემი არსი, ყოფა
იანვარში ჩემს ბოდიშებს ელი,
ახალ წელს, რომ დავაგროვე მთვრალმა,
მე კი ვდგავარ როგორც მგელი,
გამაშმაგა სულ სხვა ქალმა.
თებერვალში სულ მივიწყებ ვიცი,
ჩემს სახელს თუ ეძახიან ვინმეს,
გახსენდება შენი ფიცი,
და დადიხარ მოწყენილი იმ თვეს.
მარტში ამინდს უჩივი, რომ წვიმს
მე კი მარტში რომანტიკას ვეძებ,
ნეტა გრძნობა ცრემლად რად ღირს,
აღიარე, ჩემს გარეშე ვერ ძლებ
აპრილში ხომ ჩემთან ერთად ტირი
ჩემთან ერთად იცინი და ხარობ
ჩემთან ერთად, მდინარეზე, ტივით
წამი წლად, რომ იქცეს ლამობ.
მაისში ხომ, ერთმანეთზე ვაფრენთ,
ნასვამსაც კი მიტან უკვე,
წყენას გულზე გაქარწ....ბას მოვფენთ,
მოვიკითხავთ ყველას უკლებ.
ივნისში ხომ, უკვე კაბას არჩევ,
და რაც გესმის თითქმის ყველა ჭორია,
დაიღალე თითქოს გამჩნევ,
ქორწილამდე ისევ გზაა, შორია.
ივლისში ხომ მაინც გთხოვე ხელი,
ივლისშივე დაგითანხმე მახსოვს,
მაგ თვის მერე, აღარაფერს ელი,
ეგ თვე გულში ბარდებს აქსოვს.
აგვისტოში უხარია ყველას,
შენ კი მუდამ გიყურებ და ტირი
ღმერთს თხოვ, შენდობას და შველას
მეცოდები, ახალგაზრდა ქვრივი.



№1 სტუმარი Garda uvali

Dzalian magari leqsia martla..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent