შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი, სადმე ერთხელ მაინც შეხვდებიან ერთმანეთს . . .


7-08-2016, 01:49
ნანახია 1 907

ვიცი სადმე ერთხელ მაინც შეხვდებიან ერთმანეთს,
მიხვდებიან ცალცალკე, რომ - სუნთქვებიც კი მძიმდება.
ჰქონიათ, რომ ძველი გრძნობა რაღაც ახლით შეავსეს,
სულელები ... ვერ ხვდებიან - ერთმანეთი სჭირდებათ.
ვიცი სადმე მომავალში თვალს მოჰკრავენ ერთმანეთს,
ისიც ვიცი წინასწარ, რომ - სხვა არავინ სჭირდებათ.
ფიქრობენ, რომ სინაკლულე ვინმე სხვისით შეავსეს,
მაგრამ ნახეთ... ამ შეხვედრით - ორნი ერთ აზრს მისწვდება.

მიხვდებიან ორივე, რომ ცაზე ერთი მზე არის,
ვარსკვლავებიც ვერ გამოვა თუკი ღრუბლებს ვეძახით.
მიხვდებიან სიყვარული, რომ სათუთი გრძნობაა,
წმინდა გრძნობის არ დანახვა დიდზე დიდი ცოდვაა.

მაინც ვგრძნობ, რომ მომავალში - შეხვდებიან ერთმანეთს,
მიხვდებიან ერთმანეთი სუნთქვისთვის, რომ სჭირდებათ.
მაგრამ თუკი ეს შეხვედრა - სულ ვერ შეცვლის ვერაფერს,
სიყვარულის დაჯერება მე არ გამიჭირდება.
ვაგრძნობინოთ ერთურთს სითბო - შანსი მივცეთ ერთმანეთს,
გრძნობა ვთესოთ და გრძნობებით სევდის ღრღმულებს შევავსებთ.
თუკი მაინც ეს შეხვედრა შეცვლის მათში - ვერაფერს,
გვიყვარდეს და წმინდა გრძნობით უფლის კარებს შევაღებთ.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი diana

am leqsshi imxela azri da grznobaaa dzaaan magari leqsia

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

diana
am leqsshi imxela azri da grznobaaa dzaaan magari leqsia

მადლობაა <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3 სტუმარი Guest Rusa

Aiii dzaan momewonaa martlaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent