შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს


11-08-2016, 14:41
ავტორი Kristy
ნანახია 2 437

შენი პაწია თვალები მიყვარს,
ასე ლამაზად ჩამძვრალი ჭრილში,
რომ ეფარება წამწამების ჯარს
და იკარგება ნაცრისფერ ჩრდილში,

მიყვარს პატარა, კურნოსა ცხვირი
როგორ დასცქერის მთავარ ქონებას...
გამორჩეული გრძნობების ფირი
შემოგიფარგლავს უკვდავ ცხოვრებას!

მიყვარს ფაფუკი და სისხლისფერი
ორი, პატარა, ნაზი ბალიში,
რომ შემოგაკლდეს სიცოცხლის ფერი,
ისევ აღდგება ძველი ხალისი,

მიყვარს სიცილი თვითკმაყოფილი,
როცა ერევა ფერების ტოკვას,
რომ გავიწყდება გრძნობა ყოფილი
და სიხარულით დაიწყებ როკვას!

მიყვარს ეს ხალიც, სახასიათო
შენს ლოყაზე და თან ვეჭვიანობ,
როცა გეხება ეს უნიათო
და სურვილებში ისევ ხვიარობ,

მიყვარს ეს წრფელი, კეთილი გული,
სინაზე კარგო და გრძნობა შენი,
როცა სიკეთე გახდება სული
და შემოგფიცავს ერთობას ერი!

მიყვარს ეს სახე - მშვიდი და ლაღი,
ორი ცოცხალი, მოძრავი თვალი,
გულწრფელი (მუდამ გამგების დაღი)
და საოცნებო, ნათელი კვალი!

მიყვარს ოცნება, გრძნობა თავნება,
რომელსაც აკრავს სინათლის ფერი,
მოუსვენარი მორცხვი გონება
და სიყმაწვილი მოხუცი ბერი,

მიყვარს ოცნება, ქცეული რეტად
და მიყვარს, კარგო, თვით სუნთქვა შენი,
მაგრამ იცოდე, ყველაზე მეტად
მიყვარს მაგ სულის ჯანსაღი გენი!



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

რაა მაგარიიი იყოოო ძალიანნნ მომეწონაა
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი Magda

როგოორ მომეწოონა , მაგარი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent