ვარდების კონას ნუ მომიტან - გაუფერულდა . . .
ფულს ნუ დახარჯავ ნურც ვარდებში, ნურც საჩუქრებში, მე გამახარებ თუკი თავად დამიკრეფ იებს. იების კონას, რომ მომიტან ჩურჩულით გეტყვი, - ძვლივს დაწყნარებულ გრძნობის გუბეს ხელახლა მიმღვრევ. კესანეებიც შენ გელიან ჩემთვის სართმევად, გვირილას ვხედავ გვირგვინის წნას თავად, რომ იწყებს. იასამნები გიცხადებენ ამბოხს ძვირფასო, შენ კი ვხედავ, რომ გული მაინც მდიდრულად გიცემს. ვარდების კონას ნუ მომიტან - გაუფერულდა, მინდვრის ყვავილებს გამოვტაცებ ბებერ მაისებს. ზამთრის მიწურულს ყვავილები, რომ არ ხარობენ, მჯერავს, რომ სადმე ჩემთვის დაკრეფ ედელვაისებს. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.