პიროვნება
უცნაურია ცხოვრება ვერავინ ვერ წვდება მის აზრს, და რად გინდა ეს ქონება თუ მარადისობა იქ არს. ზეცაშია ყველას ბოლო, საწყისი კი მიწაშია, ზოგჯერაც ნათქვამის აზრი, მთლიანად ერთ სიტყვაშია. ეს ქვეყანა სავსე არის უსინდისო ბოროტებით, არ იციან ამ ცხოვრების აზრი არის მხოლოდ ერთში. უფლის აღარავის არ წამს მათი პრობლემაა რწმენა, და თუ შენ ამ ლექსს კითხულობ შეიცვალე სწორედ ეხლა. დაუფიქრდი რა მოყვება შედეგად გადადგმულ ნაბიჯს, და ისწავლე რომ ყველაფრის საწყისი უფალი არის. საშინელი დრო დაგვიდგა ყველა ფიქრობს თავის თავზე ისე იწყობს კარგ ცხოვრებას საერთოდ არ ფიქრობს სხვაზე. არ იცის და ამავე დროს არც უნდა რომ იცოდეს მან, ეშმაკს ჰყვება და არ უსმენს საკუთარი სინდისის ხმას. როცა რამე ცუდი ხდება ნუ აყვები მაშინ ეშმაკს, დამნაშავეს სხვაგან ეძებ მაშ მიმოიხედე ყველგან. არ გრცხვენია, უსინდისოდ ბრალს დებ შენს ირგვლივ სულ ყველას, არ გინდა აღიარო რომ დამნაშავე სწორედ შენ ხარ. ჯერ ეტყვი საშინელებებს და მიწასთან გაასწორებ, ხოლო როცა დაგჭირდება უყოყმანოდ დააბრუნებ. ამცირებ და ცოდვას ჩადი და არ გეშინია ღმერთის, ვერც კი ხვდები სხვას კი არა ამ დროს საკუთარ თავს ებრძვი. სხვის დონეს დაამდაბლებ და შენსას კი აამაღლებ, ამას შენ აკეთებ რადგან არ წარმოადგენ არაფერს. საით მიდის ნეტავ ეს დრო და საით მიგვაქანებს, იმედია ხვდები რომ შენ ყველაფერს არ განაგებ. თვითონ იზრუნე შენს თავზე, და ნუ მისჩერებიხარ სხვას ისწავლე რომ სამყაროში უბრალო პიროვნება ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.