წმინდა გრძნობა
ზოგჯერ ვერ ვხვდებით როდის გვეწვევა და უცნაური გრძნობა შეგვიპყრობს, უცნაური და ძალზედ ნეტარი, ვერავითარი სხვა მას ვერა სჯობს. ალბათ მიმიხვდი რაზეც ვსაუბრობ, სიყვარულია ყოვლის საწყისი. სიყვარული ხომ თვითონ ღმერთია, როგორ არ უნდა გრძნობდე არ ვიცი. სიყვარულია თემა, რომელიც ბევრს ლაპარაკით შენ არა დაგღლის. როდესაც გიყვარს მაშინ გგონია, რომ ეს სამყარო შენს ხელთა არის. როდესაც გიყვარს, სულ მასზე ფიქრობ, ყოველ წვრილმანში ის გახსენდება და ყოველღამე მასზე ოცნებობ, მაშ გასაქანი შენ არ გექნება. ამ დროს არაა დარდი, ნაღველი, რადგან ამ განცდებს ვერ იტევს გული, გული ბედნიერ გრძნობით გიფეთქავს და ფიქრობ ნეტავ რა იყო უწინ? რა იყო როცა არა მიყვარდა, როგორ შემეძლო მაშინ ცხოვრება? შენ სიყვარული გასულდგმულებს და ისაა მთელი შენი ქონება. მაშ რატომ მალავ და არას ამბობ? მაგ შენს სიყვარულს შენს გულში იკლავ, გეშინია თუ გრცხვენია ამის, მაშ რა უნდა ქნა, ფიქრით თავს იკლავ. პასუხს ეძებ და ვერა ჰპოულობ გინდა რომ აზრი მისცე ცხოვრებას. ფიქრობ ბევრს ტირი, ცრემლებს ვერ იშრობ, დაბინდული გაქვს მთელი გონება. ანდაც პირიქით, შენ იცი რა ჰქნა, მაგრამ ეს ვერა გაგიბედნია, ტირილი გინდა და ვერა სტირი, ქვეყანა თავზე დაგინგრევია. გაივლის დრო და ტკივილს ეჩვევი, შეიძლება ისიც რომ სულ გაგიქრეს. მაგრამ არაა ტკივილი ქვეყნად, რომ წასვლის შემდეგ კვალი არ იქნეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.