შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცხვარე ძაღლის ფიქრები


28-08-2016, 19:17
ნანახია 2 040

წვიმს, თოვლნარევად წვიმს...
ახლადმოთიბულ თივას უდგას უკვდავი სუნი...
ჩრდილოეთიდან მომავალი ქარი აქ მოდის
ფოთლებს დაბლა ყრის, ხეებს კი მათით უდგიათ სული...
იქ, მაღლა მთებში, ნელა მიდის დიდი ცხვრის ფარა
აი ის ლაქა ჭიუხს თეთრად რომ ამჩნევია...
წინ ნაბდითა და სალამურით ,,აღჭურვილს'' მწყემსით
უკან კი ძაღლით შიმშილს დაღი რომ დაუმჩნევია...
მოტრიალდება, მოიხედავს ლურჯი თვალებით
ზოგჯერ თვალები სიტყვებზე ხომ უფრო მეტია?!..
მეცხვარე ძაღლს კი ლაპარაკი იცით არ სძალუძს,
და მოსაუბრე მისთვის მხოლოდ დიდი ღმერთია...
ემშვიდობება, თითქოსდა სახლს ემშვიდობება...
მთები, მინდვრები მისთვის სახლზე უფრო მეტია.
იცის ვერ ნახავს, დიდი ხანი მშობლიურ კერას,
ვერ ეჩხუბება მოუსვენარ, ბებერ მელიას...
დაელოდება, ბარში ექვსი თვეც დაელოდება,
სანამდის მართლა მოფრინდება შავი მერცხალი,
როცა მეცხვარე ფარას აყრის საფრენად მთებში,
მწყემსი ძაღლისთვის სიხარული სწორედ ეს არის...
მერე ბრუნდება ისევ ისე მიყვება ფარას,
არ მოიხედავს იცის აღარ შერჩება ძალა...
წავა იმედით და იფიქრებს ძაღლის ჩუმ გულში,
,,დავბრუნდები, და აღარასდროს, აღარსად წავალ!''...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent