დამელოდე!
ლურჯად მფეთქავ ტაძრის გუმბათს თავთან ეჯდა ანგელოზი.. მე დავბრუნდი შორეთიდან, თუმცა შენ კი არ მელოდი. წარსულს გაჰყვა ლეგენდიდან მომავალი კამელოტი, მოკვდა გმირი ლეგენდის და აქვითინდი... არ ელოდი... ღამის ბინდში მოგაძახე, არ წახვიდე, დამელოდე! შენ წახვედი.. მწვანე ხავსი გაუხუნდა ტაძრის ლოდებს. შემდეგ, ფოთოლცვენასავით, ჩემს გულში კვლავ განმეორდი... მიმატოვე... დამივიწყე... მე დავბრუნდი, არ მელოდი?! მე გეძახდი ძილბურანში, სიზმრებშიც კი შენ გელოდი, მიყვარდი და დაგიბრუნდი, დაგავიწყდი.. არ მელოდი... მოვდიოდი სიხარულით, თბილ დახვედრას მოველოდი, შენ კი, ზურგი შემაქციე... გავნაწყენდი.. არ ველოდი... მომახალე: არ მიყვარხარ! ბრიყვო, აბა რას ელოდი?! მე მეგონა გამიგებდი, გამიკვირდა.. არ ველოდი... შენგან, ასეთ გულცივობას არასოდეს მოველოდი, დავდივარ და გულზე დარდად დადებული მაწევს ლოდი. მალე ბოლო მოეღება, აუტანელ მტანჯველ ლოდინს! მე კი, რისხვის წვიმად მოვალ! ქარად მოვალ! დამელოდე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.