შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმა უარმა შეგაშინა ტრფობის ალაგზე


6-10-2016, 22:19
ავტორი Kristy
ნანახია 1 873

ერთმა უარმა შეგაშინა ტრფობის ალაგზე,
ერთმა შეცდომამ სამუდამოდ შეგიკრა ხელი
და ძველი გრძნობა მომლოდინემ ისე ალაგმე,
რომ მომავლისგან მოულოდნელ იმედებს ელი!

მინდა დღეს მაინც მიყურებდე გრძნობის თვალებით,
როცა მივდივარ, როცა ვტოვებ მე შენს ცხოვრებას,
რადგან ღიმილად შემორჩენილ სიყრმის ძალებით
შენს შემოსაზღვრულ მარტოობას ვართმევ ქონებას

და თუ დღეს ვტოვებ ამ უიღბლო ბედნიერებას,
რადგან არ მზღუდავს უდარდელი გრძნობების ჩარჩო,
მინდა გესმოდეს, არ დავუწყებ წარსულს ფერებას,
როცა სურვილმა მოგონება აწმყოში ჩარგო!

საკვირველია, როგორ იცვლი სურვილებს დღეში,
როგორ მიითვლი ამ სიყვარულს გაშვებულ სიტკბოდ
და ამ ხის სკამზე ჩამომჯდარი, პარკის სიღრმეში,
ამ უჩვეულო სითავხედით მიშვებ უსიტყვოდ,

მე კი მჭირდება დავინახო შენში გრძნობები:
არა ცრემლები, ანაც კრახი - უსიტყვო ბრაზით,
მინდა, რომ მკაცრი მღელვარებით შეძრა ცნობები,
შემოანგრიო დარაბები ძალმოსილ ფრაზით,

მაგრამ უარმა შეგაშინა ტრფობის ალაგზე,
ერთმა შეცდომამ სამუდამოდ შეგიკრა ხელი
და ძველი გრძნობა მომლოდინემ ისე ალაგმე,
რომ მომავლისგან მოულოდნელ იმედებს ელი!

მინდა სიმტკიცე მომაგებო გრძნობის გაცვლამდე,
შემაწყვეტინო დაწყებული ჭირვეულობა,
რომ უდარდელი და ორგული დროის გასვლამდე
გადამავიწყო დამღუპველი უჩვეულობა,

შენმა სიტყვებმა შემახსენონ მიზეზი ტრფობის,
თუნდაც თამამად ან უხეშად შემიკრა ხელი,
შემომაგებო მოლოდინი ჩვეული გრძნობის
ან შემაჩვიო იმ მომავალს, რომელსაც ელი,

არც მოიფიქრო, ჩვენი გზები მარტოს რომ მანდო,
რადგან მჭირდება შემოსაზღვრო შენი ნაკვეთი,
რომ გამიბრაზდე ან მიყვირო, თუნდაც გამლანძღო
და ერთი ჟესტით შეაგროვო ყველა ნაფლეთი!

მინდა გამიგო, გამიფანტო ქალური შიში,
შემომეხიდო მოგონების უწყვეტ ნაკადად,
რომ შენში ჩანდეს უძლეველი გრძნობის ფინიში,
რომელსაც ტანზე შემოვიკრავ ფიქრისფერ კაბად,

მინდა მტკიცებით მომაგებო თამამი სიტყვა,
რომ შენ გეკუთვნი და არასდროს არსად გამიშვებ,
რადგანაც დღემდე ყველაფერი ერთბაშად ითქვა,
უნდა მიმიხვდე სამუდამოდ ხელს რომ არ გიშვებ,

შენ კი უარმა შეგაშინა ტრფობის ალაგზე,
ერთმა შეცდომამ სამუდამოდ შეგიკრა ხელი
და ძველი გრძნობა მომლოდინემ ისე ალაგმე,
რომ მომავლისგან მოულოდნელ იმედებს ელი!



№1 სტუმარი Magda

ვოუ საოცრება იყო მართლაა რა, გამაჟრიალა

 


№2 სტუმარი mari

neta utemobam wamogiaros

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent