თუ უშენობა ჩვევად დამჩემდა
დღეს ოცნებებში სხვა დღე გათენდა და ისევ შედგა გრძნობების რალი, მთელი სამყარო წამში გაჩერდა და გამოცოცხლდა მტირალი ქალი: არ გაიკვირვო თუ შემიყვარდი, რადგან ოცნება ცხადში ასრულდა, არასდროს გეტყვი: „მე შენ მიყვარდი, მაგრამ ზღაპარი უკვე დასრულდა!“ ერთხელაც ტრფობის მიზეზს მოვძებნი და რომ ვიცოდე, ჩემი იქნები, შენკენ მომავალ ბილიკს დავძებნი (ვგრძნობ, რომ შენს გვერდით მშვიდი ვიქნები)... შენი ძლიერი სული მიზიდავს, მამაკაცური გრძნობის ელფერი; ოცნება ყველას შენკენ იზიდავს, მე კი მეცვლება თამამი ფერი! მუდამ გულწრფელი და საზრიანი, საოცრად გავხარ ჩემს ძველ ოცნებას, გეძებს გრძნობები მაღალხმიანი და არ იძლევა დუმილის ნებას! კარები სხვისთვის, ვფიქრობ, დახურე (ნეტავ, ამ პულსის სუნთქვა გესმოდეს)... მხოლოდ შენ ერთმა დაიმსახურე მთელი სამყარო ფეხქვეშ გერთხმოდეს! ჩემს მივიწყებულ სურვილს აღვიძებს შენი თვალების უცხო ნათება და როცა გხედავ, სითბოს ასხივებს იმ ბაგეების თბილი ანთება! მუდამ ისეთი შარმით იღიმი, სამყარო იწყებს თვით გაბრწყინებას და სიხარულის უკვდავი სიმი, არ მიუყვება მძიმე დინებას! ვერ შეაფასებს გრძნობებს ჟიური, ვერ ამოიცნობს ფარულ ოცნებას... მხიარული და პოზიტიური - მუდამ ახერხებ ჩემს გაოცებას! საიდუმლოსფერ გრძნობით უნდა ვთქვა, რომ არ გაშინებს ფერები - ბაცი, ყოველთვის იცი, სად რა უნდა თქვა, ამიტომ გქვია შენ მამა-კაცი! მინდა, ამ დროში ჩემად გიგულო (ვიცი, რომ ჩემთან იქნები ლაღი) და მინდა გრძნობად რომ დამიგულო, როგორც სიცოცხლის ელვარე ბაღი და თუ გრძნობებმა მითხრეს უარი, მოდი, ნუ მკითხავ, თუ რა მატირებს; საკვირველია, რომ მარტოობა, რომ უშენობა მეც ამატირებს?! დღემდე შემომრჩა შენი ფერები და თუ სამიზნე აღარ იცვლება, გააფთრებული გრძნობის გენები სიყვარულისგან არ დაიცლება! ერთხელაც შენი სიტყვით - ნაქებით, არ გაიკვირვო, თუ შემიყვარდი, თუ მაგ თვალების უცხო ნათებით ეპოქებს ვამცნობ, მე რომ მიყვარდი და თუ წამზომმა შეწყვიტა რეკვა და მოიცილა ფერები დღემაც, თუ დავივიწყე ნაცნობი ცეკვა და თუ ნათება შეწყვიტა მზემაც, თუ შევეგუე მარტივ დასასრულს და თუ გრძნობებში სხვა დღე გათენდა, დაველოდები გრძნობის აღსასრულს, თუ უშენობა ჩვევად დამჩემდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.