ვიყავი ბოდბეს
მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი ბოდბეს, მახსოვს მზე სითბოს აფრქვევდა ირგვლივ, მაშინ ვიხილე პირველად ბოდბე სიმშვენიერე ამ წმინდა სივრცის. და გავიხსენე ყოველი მაშინ; წმინდანი ნინო, უფალი, ჯვარი, თითქოს ინათა რაღაცამ ცაში დაჰბერა თითქოს, მოვიდა ქარი და ახმაურდნენ ჩემს გულში ხმები, ბოდბეო, ბოდბე, გაჰკივის ხევი, ირვლივ სიმშვიდე სუფევს ურყევი ამ სილამაზეს ვერ შეველევი. მავალი გზები, სიმწვანე ხეთა, სიჩუმე ირგვლივ, ფეხის ხმა მხოლოდ, ჩადიხარ ქვემოთ, ნიავი ველთა, გულს სურს რომ რწმენა დიადი ჰპოვოს. ვიყავი ბოდბეს, ვიყავი სიზმრად და აღმაფრენა ვიგრძენი თითქოს, ღრმად დარჩა ჩემში ადგილი წმინდა მე ის მარადის მახსენებს ნინოს. მას შემდეგ ბოდბე აღარ მიხილავს, თუმც ის სიზმარი კვლავ ჩემთან უბნობს და როცა ღამით თვალებს მივლულავ, გადაიშლება ბოდბის საუფლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.