გვიანიაგულში ფეთქავს მონატრება სიყმაწვილის, იარებად სულში დარჩა რაც იარა, სავალალო შედეგებით მიხვდა დილის, ნამიც წამივით იწვება, დამიარა. სიფაქიზეს ვერ ვეჩვევი, აღარ მინდა, შენ ხო ჩემთან ვეღარ მოხვალ, მენატრები ვიცხოვრებდი ზღვაში შენთან, გადაგინდა და სიტყვებად დარჩა მხოლოდ: „ვეღარ ძღები!“ მეუბნება ვიღაცის ხმა, დაკარგული აღარ არის შენი გული, სიყვარულით სავსე, როგორც მთვარე ღამით, ვეღარ იწვის დაიწვება, მხოლოდ სუნი სველი მიწის. ახლა ვფიქრობ დაბრუნება, გვიანია იმ ადგილას, სადაც ერთ დროს მე ვიყავი აღარ არის თურმე დრო, რომ შემიყვარო ეს წამი კი რამდენჯერ მე მინანია. მე კვლავ ველი, შენ ღიმილებს, როგორც ერთ დროს, ამიკრძალეს, შენზე როგორ არ ვიფიქრო ამ ქუჩაზე, ოდნავ მაინც გამომხედე იქნებ გაჩნდეს ნაპერწკალი, ამბორს დღემდე. გადმომიგდე დანანება, და უგულოდ, მე უშენოდ, ჩემს ოთახებს ვანიავებ დავრჩი სამყაროს ეულად, და უსულოდ შენთან მოსვლას, ხომ ყოველთვის ვაგვიანებ. მაპატიე, მაგრამ ლექსიც გვიანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.