შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახსოვს... მოგწონდა


28-10-2016, 01:26
ავტორი ერკე
ნანახია 1 905

მახსოვს მოგწონდა ყოველი ლექსი,
როცა გიკითხავ, კალთაში თავი
რაც გჭირდებოდა - შენ ჩემთან სექსი,
და შუა ზღვაში გასული ნავი.

ამ ნავში სხედვართ, ერთმანეთს ვკოცნით
ალბათ სამყაროც ჩაკვდება იმ წამს
მივიწევ მწვერვალს სულ მაღლა ცოცვით
ერთი შეცდომა, დავასკდე მიწას.

ამ სიამებას გავყავარ სხვაგან,
ერკემიდასზეც ადგილი არ მაქვს
სხვაგან, იქ სადაც იქეცი ჩემი
ამ ზღვაში, კაპიტანი ვარ გემის.

აისბერგს თავი ყინულის კი აქვს
დინებას ცოდნა და ფრთები მიაქვს
ცოდნა აკლდება მეხსიერებას
სიყვარული კი ფრთებქვეშ ერევა.

მიყვარს სხეულზე შეხება ნაზად
მათვალიერებ და თვალებს ნაბავ,
თუ ასანთს იღებ ჯიბიდან იქვე
ცეცხლიც დაინთოს უნდა მაშინვე.

ბოლო სიმღერას ვმღერი მე შენთვის,
ბოლოჯერ ვფიქრობ, რომ კვლავ გჭირდები
გიყურებ დგახარ, ფანჯარას ეკვრი
გადახტომაზე თვალი გაქვს ეჭვით.

ხან მე მიყურებ, ხანაც იმ უფსკრულს
რაც გელის დაბლა, ხმას კი არ იღებ,
ტირილს იწყებენ თვალები უხმოდ
ბორკილებს თვითონ ხელებზე ირგებ.

მაპატიეო ამბობ და ხტები
ხელი მიჭირავს, მაინც ჩაგავლე
ამბობ, ნეტავი რომ მქონდეს ფრთები
შევძლებდი გაცლას, შენგან თავადვე.

მეშვება ვგრძნობ და არ ვაღიარებ
ასე ვიშუშებთ ჩვენ ღრმა იარებს?
გულში ხიჭვები მესობა დილის
-არ გაქვს უფლება ახლა სიკვდილის!

ამას ვამბობ და ჩემკენ ვწევ მაღლა
მერე რა თუ ვგრძნობ ტკივილს და დაღლას
მე თუ გაგიშვებ, მოგყვები უკან
რადგან ერთად ვართ, ვიყოთ სულ მუდამ!

მახსოვს მოგწონდა ყოველი ლექსი
ერთად გვინდოდა მსოფლიოს ნახვა
რაც გჭირდებოდა - შენ ჩემთან სექსი
და ჩემს მკლავებში ყველასგან მალვა.
ე.მ.
მახსოვს... მოგწონდა

მახსოვს... მოგწონდა



№1  offline წევრი anna31

მე ახლაც მჭირდება ეგ ყველაფერი :P და ახლაც მომწონს შენი ლექსები. არა ახლა უფრო მეტად მომწონს !!

 


№2  offline წევრი მოლურჯო

წინა კომენტარზე გავიგუდე flushed joy
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი anna31

მოლურჯო
წინა კომენტარზე გავიგუდე flushed joy

ფრხილად ! ზედმეტი არ მოგივიდეს <3)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent