შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძილი:ეს – სფერო:სხვა


29-10-2016, 01:21
ავტორი Sabinio
ნანახია 2 980

ძილში სულ სხვაა სუყველა,
ძილში სულ სხვა ვარ მე,
ძილი მაგარი რამეა ,
სიზმრებს გისურვებ მშვიდს .
ისევ ნათელი ღამეა,
კვირის დღეს ვუთვლით შვიდს.
თითქოს უბრალოდ ძილია,
გასაქანს მაძლევს დიდს.
ქვეცნობიერის შვილია,
ჩვენ უკვე ვიცნობთ დიდს.
არ ეკარება სირცხვილებს,
მტრად რომ აღიქვავს რიდს,
კომპლექსი რომ არ არსებობს,
ამიტომ ვგავართ მშვიდს.
მაგრამ არსებობს ბრძოლები,
რეჟისორები – ჩვენი ფიქრები
და დასახვეწი როლები.
ხან სად დავფრინავთ,
სად ვქრებით,
ჰაერსაც კი ვიგერიებთ,
დავრბივართ წვიმით, ქარებით,
გარშემორტყმული ქალებით,
უძლური, თუნდაც ნაცემი,
ანდა ფრთანაღრძობ
ანგელოზს, რომ ვაფრთხობთ
მთვრალი კაცებით.
და შენ მშვიდი, დილით
შვილით, ცეცხლით გრილით,
ერთი ფეხით, ასი კბილით,
რომ ნებივრობ ძილით,
მე მაგ დროს მეჩხუბებიან –
სიზმარიაო ეგ, ძილი კი არა!
არ მეწყინება, შენ არ იდარდო,
მე აღარამაქვს იარა,
შენ ცხადშიც უნდა ივარგო.
კი ლამაზია, და კარგი,
მაგრამ არ ჭკნება ია, – რა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent