შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენობას ვეგუები ვერ


2-11-2016, 23:22
ავტორი keso11
ნანახია 2 132

უშენობას ვეგუები ვერ,
უშენობა მანადგურებს,მკლავს
მე არ ვიცი რა გრძნობაა ეს
არ ვიცი და ვერცა ვკითხავ სხვას!
ერთი რამე ვიცი მხოლოდ მე
რომ ტყუილად ვინუგეშებ თავს,
უნდა ავდგე და წავიდე დღეს,
თორემ ძაან გვიანდება ხვალ!
უნდა ავდგე და წავიდე დღეს,
უნდა გავყვე გაუკვალავ გზას,
მერე იქნებ მოვერიო მეც
სხვებს კი არა,მხოლოდ ამ ჩემ თავს!
მივადგები გოლიათურ მთებს,
შორიდანვე სალამს ვეტყვი მათ,
გავუყვები მდინარეს და ტბებს;
არაფერი მინდა მეტი სხვა!
არა,ვცდები-მინდა კიდევ მე
ერთი რამე რაც მაწვალებს,მკლავს,
მინდა ერთხელ შემოგხედო შენ,
რომ გავიგო თუ ვინ ხარ ან რა!
ნეტავ მართლაც მოხდებოდეს ეს,
ნეტავ მართლაც გამაგონო ხმა,
მერე ისე ლაღად გავშლი ფრთებს
ისე ლაღად,რომ შევწვდები ცას!



№1 სტუმარი Guest ანა

მაგარი ლექსია

მომწონს ძალიან☺☺

 


№2  offline წევრი keso11

Guest ანა
მაგარი ლექსია

მომწონს ძალიან☺☺

ძალიან დიდი მადლობაა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent