შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი რეალობა


7-11-2016, 20:24
ნანახია 3 366

ძნელია, როცა ღიმილები გაყრია ბაგეს,
რეალურად კი საერთოდაც არ გეცინება.
შანსი, რომ გქონდეს წუთიერად განმარტოვების,
შეგნებით არა - უნებურად აგეტირება.

ძნელა, როცა გამიზნულად ფიქრობ წარსულზე,
ფიქრობ და ხვდები ტკივილები შენი ხვედრია.
გინდა, რომ რაღაც ოცნებიდან მაინც ასრულდეს,
მაგრამ იცი, რომ ასრულება არ უწერია.

ძნელია, როცა ბედნიერ დღეს ცუდად ასრულებ,
საკუთარ თავთან მარტო ყოფნის გაშინებს განცდა.
დილით დანახულ გოგონასგან ღამე ძილის წინ,
ტკივილნანახი სევდისფერი ცრემლები დარჩა.

ძნელია, როცა თვალებს ხუჭავ და ვერ იძინებ,
ვერ იძინებ თუ გამიზნულად არ გეძინება.
ძილბურანშიც კი უნებურად ისე იფხიზლებ,
დარწმუნდე ვინმე ამაშიც ხომ არ გეცილება.

ძნელია, როცა ტკივილები წამლავს მთლიან სულს
და შენ ტკივილთან შებრძოლების არ გაქვს უფლება.
თითქოს სევდასაც შენგან წასვლა - თავის დახსნა სურს,
მაგრამ ამაოდ, საკუთარ თავს ვერც მან უშველა.

ძნელია, როცა მონატრება მთელს სულზე გაწევს,
ახლოს გყავს, მაგრამ მან შორს ყოფნა თავად ინება.
გამოიდარებს... ჰოო ერთ დღესაც გამოიდარებს,
აბა სხვაგვარად მე არ ვიცი როგორ იქნება.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი keso11

კარგია ძალიან!

 


№2 სტუმარი Viki

Dzan momewona leksebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent