შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე ფიქრს ვცდიდი


11-06-2016, 17:19
ნანახია 2 301

მე შენი ყველა ამოსუნთქვის მიზეზი ვიცი,
ღიმილს, რომ გეგმავ ეშმაკურად ჩატეხავ ბაგეს.
დღეს შემამჩნიეს, თურმე ისევ შენზე ფიქრს ვცდიდი,
მაგრამ ფიქრებმა უნებურად მე გამომცადეს.
დღეს მე ჩემს ნახატს უშენფერო ფანქრებით ვხატავ,
ეგ როგორია? რომ თოვს, მაგრამ არასდროს არ დებს.
რამ გაგაკვირვა მოჩემფერო ამინდის მსგავსად,
ისე წვიმს თითქოს აღარასდროს გამოიდარებს.
თითქოს ზაფხულსაც მოეჩვია სევდის ფიფქები,
დღეს შუა ივნისში უშენობა საბანს მაფარებს.
ჩემი ხარ, მაგრამ ვიცი შენი მე ვერ ვიქნები,
სწორედ ამიტომ, მე შენ არ გთხოვ კარგო არაფერს.
მინც უშენო ეს ზაფხული მთელს სულს მიციებს,
ფიქრის კოშკიდან ისევ სევდის კარებს გავაღებ.
"აღარ ვიფიქრებ" მეფიქრება, მაგრამ ამაოდ,
ჩემი ფიქრები ვგრძნობ რომ მთლიან ყოფას განაგებს.
მე შენი ყველა ამოსუნთქვის მიზეზი ვიცი,
ღიმილს, რომ გეგმავ ეშმაკურად ჩატეხავ ბაგეს.
დღეს შემამჩნიეს, თურმე ისევ შენზე ფიქრს ვცდიდი,
მაგრამ ფიქრებმა უნებურად მე გამომცადეს...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Kristy
ძალიან კარგად წერ love მომწონს

საყვარელო <3 <3 <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№2  offline მოდერი tsn

ძალიან კარგი იყო.. feel love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent