სად არის დამალული მომავლის გასაღები
სად არის დამალული მომავლის გასაღები, დავდივარ ქუჩებში ფიქრებში დაკარგული, ღამეები მათენდება, დღესაც ვეღარ ვაღამებ, დავდივარ და უშენობა, იცი, როგორ მაწამებს... იცი?!- არა, წარმოდგენაც არა გაქვს, რომ იცოდე, ალბათ, მოხვალ და არასდროს დამკარგავ... მოხვალ ვითომ? რომ მჯეროდეს არ მინდა, მეშინია მოვიდე და შენ უარი არ მითხრა,,, დავდივარ ასე, არც ვიცი, რა გითხრა, საერთოდ გითხრა თუ არ ღირს რამის თქმა.. არ მინდა დაიბნე, გეწყინოს, გეტკინოს, და ვარჩევ გრძნობებს ჩემს გულში ეძინოს... არადა როგორ მინდა ჩაგიკრა გულში, მიყვარხარ ჩუმად ჩაგჩურჩულო ყურში.. გითხრა, რომ შენს მეტი არ მინდა არავინ, რომ ჩემი ფარული ოცნება დაგარქვი, რომ შენ ხარ ვისაც ველოდი აქამდი,,, მაგრამ ცხოვრება არის სპექტაკლი, არასდროს იცი რა წერია სცენარში... ყველაფერი წყდება მაღლა ზეცაში... სად არის დამალული მომავლის გასაღები, დავდივარ ქუჩებში ფიქრებში დაკარგული, შენა ხარ მხოლოდ მიზეზი ამის, არ იცი, არც გეტყვი, ვერც ხვდები და ვდუმდები... უბრალოდ ჩემთვის ვიდგები, გავჩუმდები.. არვიცი როდემდე შევძლებ და ავიტან, სისხლი ჩემს ძარღვებში ხერხემალს იმტვრევს, რამდენი რამის თქმა მინდა, თქმა მინდა... გითხრა თუ არ გითხრა? გითხრა თუ არ გითხრა? გვირილის ფურცლებზე ვთამაშობ, რა გითხრა... არ გითხრა ძნელია, გითხრა და ვერ გამიგო მერე ხომ უნდა თავი დავიხრჩო, მაგრამ ვერ გავბედავ ჩემი სიკვდილითაც რამე გაწყინო... სად არის დამალული მომავლის გასაღები დავდივარ ასე ფიქრებში დაკარგული.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.