შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონას საფლავი


10-11-2016, 17:42
ავტორი kal1nik2
ნანახია 2 231

მინდა რომ შუბლზე ნიავად მოგხვდე,
და ტურფა თვალებს წამწამად მოგწყდე
მიწოდე აწი მე შენი მოყმე,
შენი გულისთვის ათასჯერ მოვკვდე,


მარად დაგრჩები ლამაზო ვალში,
მზერით დამჭერი მარჯვენა მხარში,
როგორ გამშვენებს მზისპირზე ლანდში
გიშრის მტევნები მაგ ხვეულ თმაში

მე შეგადარებ ამორძალ გრიგალს,
სულში გრიგალი პანჯარას ხვრიტავს,
მტირალ გოლიათს, წყაროსთან სთვლიმავს
შენზე ნასიზმრი სიზმრები ხიბლავს.

მინდა რომ მდელოს, ვარდად გაგრიო
ოხ დედამიწის ბრუნვა ავრიო,
და უკვდავების წყაროდ გაგციო
სადაც მომწყურდე იქ რომ დაგლიო.

ეს გული ტირის, მკერდზე დაბმული
ბასრი ისრებით ჯვარზე გაკრული,
გონში პიქრები ბილწი ძაკრული
მეწყო სიმებათ შენი დაკრული.

თეთრ ანგელოზო მაღლა ამაღლდი,
დიდრონ ვარსკვლავად ზეცას დამაგრდი
სისხამ დილაზე სხივი დამარტყი
მახინჯ სხეულში ძალა წამართვი.

ქალაქის გზებზე ნასვამი გავალ,
მე შენთვის ვიცი უცხო და სხვა ვარ,
იცოდე სანამ სამოთხეს ახვალ
კარგო შენს გამო ჯოჯოხეთს ჩავალ.

ოხ შენი მზერით გონებას მართმევ,
ჩემში ჩამალულ გოლოათს აღღძნებ,
შენ ჩემო კარგო გიმილს არ მაძლევ
მე კი სამყაროს საჩუქრად გაძლევ.

საფლავზე ვდგავარ, უცხო ნადირად
ბავშვივით ვტირი სახე მაქვს მორცხვი,
და შენი თბილი ბაგის მაგივრად
ცივ მარმარილოს ტუჩებზე გკოცნი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent