შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ესე ვიცი ცხოვრება


21-11-2016, 16:27
ავტორი kal1nik2
ნანახია 1 983

ყველაფერს ვახდენ, ჩემივე თავით
არ მსურს ზურგს ფრთები ვატარო,
მინდა სამყაროს შევხედო თვალით
როგორც მე მხედავს სამყარო.

წყვდიადში ნაკეთ, ჩემს ხელოვნებას
ბევრი ღამე აქვს გათენებული,
მე მირჩევნია ერთფეროვნებას
ვიყო ყველასგან განსხვავებული,

ხელისგულივით მოსჩანს თუ როგორ,
წლებმა წუთები წამად დაფარა,
და ჩემს გონებას, სიყრმიდან ძალუძს
რომ არაფრისგან შექმნას რაღაცა,

არ მსურს მე გონში ბასრი ფიქრები
თუ ჩემი ფიქრი, ენას არ ლესავს
არ მსურს ალესილ ენას სიტყვები,
თუ ჩემი სიტყვა ფიქრს არ დათესავს,

მე ამ ბოლო დროს მეტად მეჩვია
უგონოდ ახქმის ფიქრთა ნაკრები,
უკვე მივხვდი რომ ჩემზე მეტია
ის ვიგაც სხვაზე უფრო ნაკელბი.

არაფრისმთქმელი უკბილო კითხვა ,
ზოგ გენიოსსაც ჰქონია,
ერთი სწორი და გათვლილი სიტყვა
უფიქრალ ათასს სჯობია,

ზოგჯერ მამაოც უღმერთოდ გვლოცავს,
ზოგჯერ გამზრდელიც გვიკეტავს კარებს,
და თუ წარსულში წყვდიადი მოსჩანს
დღევანდელი დღე ანათებს ხვალეს.

რაც მოსახდენი იყო ის მოხდა
მე ჩემი დასკვნა გამოვიტანე,
რომ მე არამსურს ყველაფრად ყოფნა
თუ არაფრობით შემოვიფარგლე.

თითქოსდა მკერდში გული არა სდუღს
საითაც მბიძგეს იქით ვიხრები,
და თუ ვიცხოვრე სხვას როგორცა სურს
მაშ მე, მე აღარ ვიქნები.

ოხ უკვდავობის პუძე მყარეა
თუმდაც ზედ მიწა მიყრილი,
კარგთა სიცოცხლე უფრო მწარეა
ვიდრე ბოროტთა სიკვდილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent