შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან


6-12-2016, 13:49
ნანახია 2 838

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან, გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ, არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა, რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა. დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ, რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს, მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე. დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის, თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია, ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს, შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია. და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა, დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს... დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ **** წახვედი,მაგრამ ეს კარგად მჯერა, ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად, მარად შენთან ვარ,ვით ბედისწერა, ვერ გამექცევი გზა დახშულია. მე შენი გზა ვარ,შენი სახლი ვარ, ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით, შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ, რომ არარ არის ადგილი სხვისი. ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს, ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ, ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე, შენი ცხოვრების თავი და ბოლო. ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები, მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ, ბაღის ქარივით შემოგეხვევი, არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს. და როცა გვიან მარტო დარჩები, არ მოგასვენებ,არსად არ წავალ, **** მინდა ფიქრები დაგირბიო, ისე შემოვიჭრა შენში, და მყუდროება დაგირღვიო, გულის ხმამაღალი ფეთქვით, სულის სიმშვიდე დაგიკარგო, არ მოგასვენო წამით, დღე ოცნებებში ჩაგექარგო, ლამაზ სიზმრებში ღამით. მინდა, საფიცრად გადაგექცე, შენი მონატრება ვიყო, ვიყო გაგიჟება შენი, შენი მწუხარებაც ვიყო, შენი გაზაფხული ვიყო ატმის ყვავილების ფერი, შენი სიყვარული ვიყო, ვიყო უსასრულოდ შენი… **** ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის? როგორ გეძახის ეს ჩემი გული, ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული. წუხელ სიზმარში გამომეცხადე ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს, მერე წყვდიადში გაუჩინარდი არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე. ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო? მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ, მარტოობისთვის ვარ გაჩენილი იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო. შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია, შენ არ მიგიძღვის დანაშაული, ჩემი ბრალია რომ შეგიყვარე და დავიტანჯე პატარა გული. არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო, მთელი სიცოცხლე დაგელოდები სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ **** ისევ შემოგხედე თვალებში.. ისევ ამითრთოლე გული... ისევ ჩერდებოდნენ წამები.. ისევ მომიწამლე გული.. ნეტა არასოდეს მენახე.. აღარ დამჩაგრავდა სევდა ვეღარ მოვაღწიე შენამდე... აღარ გამიღიმა ბედმა... ისევ გაყინული სიჩუმე.. ისევ აირია გზები.. ისევ მომხიბვლელი ღიმილი.. ისევ სიყვარულით გელი.. ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს.. სადღაც გაქრებოდა დარდი.. აღარ ვიდარდებდი არასდროს.. ოღონდ გყვარებოდი წამით.. **** მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით მყავდი. დამეკარგა გრძნობა, სმენა, აღარც ჩიტის მესმის სტვენა. დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა **** ისევ, მომენატრე რატომღაც… ბოლოს მიყვარხარო, მითხარი… თურმე, ეს ყოფილა გართობა… მაშინ ვერაფერი გითხარი… ისევ, მომენატრე რატომღაც… სევდას უშენობა ათოვდა, სევდა უშენობით დაქროდა… თურმე, იმედები არ ქონდა… ისევ, მომენატრე რატომღაც. ისევ, ამეშალნენ ფიქრები… ისევ, უიმედოდ გათოვდა. ისევ, გამებუტნენ ფიფქები… ისევ, მომენატე რატომღაც… ფიქრი იმედებზე გათხოვდა… ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა… ისევ, უშენობა მაფრთხობდა… თურმე, არ ყოფილა გართობა… როცა ვერაფერი გითხარი… თავი მომანატრე რატომღაც… მაინც მიყვარხარო მითხარი… **** მე ხომ შენი სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი , შენ რომ არ ყოფილიყავ მე გამოგიგონებდი... უნაირო გზის შემდეგ ისევ შენთან მოვალ დღეს , იცი?,დავიღალე და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ . წვიმა ცრემლად შემარგე_ ცრემლიც უკვე გამიშრა, როცა მოვალ შენდამდე უკან აღარ გამიშვა **** მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ ექნება სურნელი ყვავილის დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს , ჟრუანტლად სხეულში დაგივლის და რაღა თქმა უნდა ექნება ტკივილი, ცრემლები, სიმწარე ცრემლების გარეშე სიყვარულს ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე? ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად, ფუნფულა ღრუბლები დაგათოვს , გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი, მზის სხივი ნაჟური გაგათბობს მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ, ო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო, რამდენი წელია გინახავ... **** ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო, ამ მაისის თვეს მარტოს რა გინდა? დამივიწყეთქო,ეს კი არ გთხოვე, შემიყვარეთქო,გთხოვეთავიდან! სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.... ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს, ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე, გულმა ნატვრადარაგაკელაპტროს, როგორც ყოველთვის,როგორც აქამდე. ვერ დაგივიწყებ,თუნდაც ვეცადო, თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას! სანამ ვარსებობ,მე შენ მიყვარხარ, სანამ მიყვარხარ,სულიც მიბრწყინავს. და თუ ღმერთი გწამს,ბედმა ამ ბოლოს მე,მარტოობას რომ შემარიგა, დამივიწყეთქო,ის კი არ მითქვამს, შემიყვარეთქო, გთხოვეთავიდან!!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent