შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარი


5-01-2017, 04:19
ავტორი nozadze96
ნანახია 2 335

ქარმა დაარბია სულის დარაბები,
შუა ღამეა და არც კი მეძინება ...
ცრემლებს მოგონებებს ჩუმად ვაყლაპვინებ...
ახლა ოცნებები გადამეკიდება ....

ქარი სულის სიღრმეს ისე აზანზარებს,
თითქოს ეკუთვნოდეს ჩემი აგონია...
ლექსის შინაარსი ქარსაც ახარხარებს
ჩემზე რომ ვფიქრობდე ახლა არ მგონია ....

თითქოს ის წარსული სულაც არ ყოფილა,
სარკეს დაეკარგა სახის ანაბეჭდი,
ისე არ მახსოვხარ ,თითქოს არ ყოცილა,
ჩვენში გასრესილი წამი აღარც ერთი.....

ქარი მიფათურებს ხელებს სხეულზე და
შენს თავს კვლავ მახსენებს მისი შემოხვევა
მერე ის ოცნება ისევ ჩემი ხდება
სარკეს ვუყურებ და ცრემლებს ისევ ვხედავ....

ისევ ამირია სული მოგონებამ,
ქარმა ოცნებებში ისევ გადამაგდო,
შენთან მოსასვლელად მინდა მონდომება,
მაგრამ რეალურად ჯობს, რომ აღარ გნახო....



№1  offline წევრი მზისა

ქეთოოოოოოოო :-* :-* ყოჩაღ

 


№2  offline წევრი nozadze96

მზისა
ქეთოოოოოოოო :-* :-* ყოჩაღ

ძალიანნ დიდი მადლობა ... შენ არ იცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეფასება ჩემთვის ❤
--------------------
მე

 


№3  offline წევრი geo877

ძალიან ლამაზი ლექსია heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

მაგარი გოგო ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent