შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავათრობ მთვარეს


5-01-2017, 16:15
ავტორი me giji ar var poeti mqvia
ნანახია 1 685

დავდივარ მთვრალი , აკორდის გზებზე
და დავატარებ გრძნობების კონას
გიტარის ხმაზე ვაკვნესებ გრძნობებს
მომყვება ჩრდილი და თითქოს მბოჭავს.
მინდა დავათრო დინჯი არწივი
და ავამღერო გიტარის ხმაზე
დავალევინებ ხეებს მძვინვარეს,
და ავაცეკვებ მათ უშბის მთაზე.
დავათრობ მთვარეს წითლად მომავალს
მთვარე ხომ ჩემი ზუსტი ასლია
ისიც ჩემსავით ეული არის
და ვარსკვლავები ფუჭად ასხია.
მზესაც დავათრობ დაუსხამ ღვინოს
დაცლის ფიალას , ისე ამოვა ,
სხივებს გაატანს სიცოცხლის ფესვებს,
გამოაღვიძებს გაყინულ მტევნებს.
გრძნობით დავათრობ მე დედამიწას,
ზეცას ვაჩუქებ სიტყვების ფლორას,
სადმე დავჯდები მდინარის პირას,
ტკბილად მოუსმენ მდინარის ბორგვას.
განა ლოთივარ.. ? არა ! არ ვლოთობ
მესიყვარულით ვდგავარ დამთვრალი
განა ის სენი ლოთობა არის ?
როცა შიგ გულში, გიდუღს მაჭარი.
დავათრობ ქვებს და დავათრობ თევზებს,
დავათრობ ფრინველს , დავათრობ ცხოველს,
დავათრობ ღვინოს ,დავათრობ არაყს,
შენთვის დავათრობ სიმთვრალის მორევს.
ახლიდან შევკრავ სამყაროს საზღვრებს,
მზეს ვაჩუქნინებ მთვარეზე ვარდებს
მუდამ იქნები ჩემში ლამპარი
მეკი კვლავ ვივლი შენით დამთვრალი.



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

უკომენტაროდ ♥
რომოვიპარო გამიბრაზდები??

 


№2  offline წევრი me giji ar var poeti mqvia

Tskrialashvili Mariami
უკომენტაროდ ♥
რომოვიპარო გამიბრაზდები??

aramgonia gavbrazde :p

 


№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

:D kai gparaaav mashiin <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent