ჩვენ ვერ "ვძღებით" მუდამ მეტი გვინდა ...
ვახო ზეგარდელი სად მიდიან ვარსკვლავები ნეტავ, სად ისვენებს მაწანწალა მთვარე. ვინ აანთო მზე სინათლის მფენად, ან სიბნელეს ვინ დაარქვა ღამე?! დედამიწას ცა ვინ უძღვნა ქუდად, ვინ ჩააცვა მინდორს ჭრელი კაბა. ვინ მოხატა ასე მთა და ბარი და სიცოცხლე სიკვდილს გადაბა?! რატომ არის სიხარული მცირე, ან სიცოცხლის გაელვება წამი. რატომ სტირის გული სიყვარულზე, რატომ დასდის თვალს ობოლი ნამი?! ნეტავი ვინ მოიგონა წყევლა, ან ვინ მოკლა სიხარული შურით. ვინ ასწავლა ადამიანს ომი, ვინ გააძღო სისხლიანი პურით?! ვის მივმართო ამ მრავალი კითხვით, სად მთავრდება ყველა დასაწყისი. ან როდესაც დასრულდება სიცოცხლე, კვლავ იქნება ახალი საწყისი?!.. ჩუმი 'პოეტესა' მთვარის საბნად იკრიბება ვარსკვლავები, ლოთმა მთვარემ სიცივე არ ნახოს. დაღლილი და მთელი ღამე განათევი, შეციებულს ვარსკვლავები ათბობს. დღის მწველ შუქად გვევლინება ცხრათვალა მზე, მთვარეს ჩაგრავს - არ ამოდის ღამე. იქნება და მთვარეს უნდა დღე იხაროს და ან დილას მზეს შესთხოვოს რამე. დედამიწას ცა არგუნეს თავზე ქუდად, ხან აწვიმს და ხან სიცხეა მის თავს. შენ გგონია უხარია თავს რომ აწვიმს და ქუჩები ღმერთის ცრემლებს მიაქვს?! მინდორს ნარნარს აფერადებს ყვავილები, მათ ცქერაში უფლის ნახვა მინდა. სპეტაკი და უცოდველი ყვავილები, სულ მახსენებს მე უდიდეს წმინდას. მთა და ბარი მოიხატა სიყვარულით, და სიკვდილის მერე ვიღაც იშვა. სიხარული სულ არ არის კარგო მცირე, ჩვენ ვერ "ვძღებით" მუდამ მეტი გვინდა. სიყვარული ისეთია ვერ ისწავლი, და თვალებში შეიმჩნევა ნამი. წყევლა კარგო მაპატიე ვერ შევძელი და დაგლოცავ მუდამ უფლის ხატით. ჩუმი 'პოეტესა' & ვახო ზეგარდელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.