მინდა რომ მოგიძღვნა მთელი სამყარო
მინდა რომ მოგიძღვნა მთელი სამყარო, მინდა რომ იმედი სულ ჩემზე ამყარო, არ მინდა ოდესმე ფარ-ხმალი დავყარო, უფალო არ მინდა ოდესმე გაგვყარო. მინდა რომ მოგიძღვნა სამყაროს ვარდები, მინდა რომ მოგიხსნა ცხოვრების დარდები, მინდა რომ უჩემოდ სუნთქვას ვერ ბედავდე, მინდა ყოველდღე მხოლოდ შენ გხედავდე. შენი თვალები ამ გულის წამალია, შენი მოფერება ჩემზე ალალია, ჩვენს გულებს შორის მოხდა ავარია, ერთ გულად ვიქეცით ეს ხომ მთავარია. მინდა რომ ვიცხოვროთ ლამაზი დღეებით... ფერებით, ჭრელი და ლამაზი ფერებით... ფერებით,რომ გიყვარს ხელებზე ფერებით ბოლო ამოსუნთქვამდე სულ მოგეფერები. ქალაქის ხმაური ჭორები,ჭორები... ზურგს უკან გვებრძვიან ლაჩარი,ჩმორები... წავიდეთ ქალაქი დავტოვოთ ღორებით, ჩვენი სახლი ავაგოთ ზღვის პირას მორებით, წერილი დავტოვოთ: „სიყვარულს ვბედავდით და სერიოზულად ვერავინ ხედავდით" წყლის პირას ლამაზი კოცონი დავანთოთ და ვნებისაგან ხანძარი ავანთოთ, ღამე მოფერებით,ალერსით გავართოთ,მზეს ამოსვლისას სალამი დავასწროთ, შვილები სიკეთით,სითბოთი აღვზარდოთ და სასახელო ბიჭ-გოგოდ გავზარდოთ. მინდა რომ მოგიძღვნა მთელი სამყარო... შენს შევერცხლილ თმას ვარდი არ ვაკმარო, უფალო მინდა რომ არასდროს გაგვყარო, 80 წლის მერეც ფარ-ხმალი არ ვყარო, უფალთან სულ ბოლო სიტყვას რომ ვამბობდე: „უფალო იმ ქვეყნად ჩემს სიყვარულთან მამყოფე!" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.