შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული სული


29-01-2017, 22:04
ავტორი Buka13
ნანახია 1 842

ცივ დეკემბერში გარდაცვლილ ხელებს
სულის კანკალით დააყრი მიწას
და მოიგონებ იმ უხეშ ყმაწვილს,
ბოლო სუნთქვამდე მუდამ რომ გიცავს.

სხვაში ვერ ჰპოვებ იმ სითბოს კარგო,
რასაც გადმოგცემს გამთენიისას.
აღარც თუთუნის წევა გიშველის ,
ჯოჯოხეთური მონატრებისას

შენს ტკივილს თითქოს ფიფქები ფარავს
და ჩამოწვება შენს სახლთან ახლოს .
ნუთუ არგინდა რომ ამას მიხვდე?
კვლავ ვერ დაგტოვებს ამქვეყნად მარტოს.

ისევ იმ გრძნობით ,უხმოდ გიყურებს.
ხელის კიარა სულის გრძნობს კანკალს .
შენმა თვალებმა სულ გადარია,
იქნებ შენუთხრა საწყალმა რაჰქნას.

კვლავ გაიქცევა ცივი ზამთარი
თან გაიტაცებს ბედნიერებას,
შენც გაიფიქრებ დამთავრდა ,მორჩა...
ხაზს გადაუსმევ ქვეყნიერებას.

მინდა გჯეროდეს ფართო თვალების,
ოდნავ სიწიტლეც რომ შეჰპარვია,
გულს რომ უჩერებს ნაზი ხელები ,
შენი პოეტი რომ გადარია.

სიცოცხლის წვეთად მოგევლინება,
გულს მოედება ტკბილად ხალისით.
მხოლოდ შენ გიცდის ,ისევ ბავშვივით,
შენი ხმა კი აღარსად გაისმის.

დრომ კვლავ მარტივად გადაურბინა
სულის სიმაღლეს ღმერთებთან ცაში
და უკვირდები თანდათან ,კარგო,
როგორ დგას შენი სხეული ქარში.

ვეღარც გრადუსი გიშველის,
რომ გაბრუებდა ყოველ საღამოს ,
სრულიად ფხიზელს გიპოვის მარტო
და დაფიკრდება როგორ გაწამოს.

ნუთუ გაუძლებ ამ მკაცრ ამინდებს?
და მოინდომებ წამოსვლას მასთან?
შენ კარგად იცი კვლავ გელის
სულმოუთქმელად სამოთხის კართან.

მისთვის განკუთვნილს გაასაჩუქრებ,
გაუზიარებ სხვა ბიჭებს ლაღად ,
გაანადგურებ მისთვის ძვირფასს ქალს
და კვლავ ჩახედავ თვალებში ნაგლად.

მოგონებები კვდებიან შენში
და იღვიძებენ გრძნობები ბილწი,
ადამიანის დავიწყებასაც
თურმე ჭირდება აქ დიდი ნიჭი.

ხორცს დაუმარხავთ თბილი ხელებით,
ზიზგით დააყრით გულზე ამ მიწას,
სულს ვერ მოუკლავთ უგულოები,
მარტო შეუკრავთ ამ ოთხ ფიცარს.

ყალბი ცრემლებით კვლავ დაიტირებთ,
დაუმშვიდდესო საწყალს ეს სული .
ის კია მშვიდად,ჩემო კარგებო,
ეს თქვენ დარჩით ამქვეყნად ნული.

არ დაივიწყო პირველი მზერა
და კვლავ გახსოვდეს რთული დღეები,
ისევ ზღვის პირას ჩაგეხუტება
და განათდება მუქი ფერები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent