შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ვადაგასული ოცნებებივით


12-03-2016, 22:02
ავტორი Anna)))
ნანახია 2 098

ვადაგასული ოცნებებივით ფერწასულ ზეცას,
შავმა ღრუბლებმა დაუბნელეს მთლიანი არე,
დიდი ხანია რაც მინდოდა, რომ შენთვის მეთქვა,
მე ვარ ეს ზეცა...ვარსკვლავმომკვდარი ეული მთვარე.
ღამე უკუნი... მარტის თვეში მოსული წვიმა,
თვალებდახრილი ბავშვის ცრემლით ნაწყენი დედა
და ზოგჯერ ისე, და ისე ზოგჯერ ძალიან მინდა,
ვიყო აპრილში ამ ატმების კვირტების ფეთქვა.
მე ვარ ეს მთები -და უსულო ვგონივარ ამ ხალხს,
მე ვარ ეს მიწა, წვიმისაგან სველი სავსებით.
მე ვარ მოხუცი სიკვდილამდე წუთი რომ დარჩა
და ვარ ის ლოთი, ვენებში რომ უდგას სასმელი.
მე ვარ ეს ლექსი, არეული სიტყვების გროვა,
თითებნატკენი გლეხის მზე ვარ გვიან მოსული,
ვარ კეთროვანის ბაგეთაგან მომწყდარი ლოცვა,
უდაბნოს მდგარი ყვავილი ვარ ეკლით მოსილი.
მე ვარ ყინული შვილმოკლული დედის თვალებში
და სატრფოს თითებს შერჩენილი ტკბილი სურნელი.
ქმარდაკარგული ქალის გლოვა გვიან ღამეში
და პოეტისთვის თავის მოკვლის დიდი სურვილი,
მე ვარ ის ქალი, რომ დატოვა ყველა ცოცხალმა
და ვარ ტუჩსაცხი შერჩენილი შენს თეთრ საყელოს ,
ვარ ის სიმშვიდე რომ ისურვა ბევრმა მომკვდარმა
და ვარ ის ვისაც სურს რომ ბევრი დაწეროს .
მე ვარ ის სიტყვა ბაგეთაგან ჩუმად დამცდარი,
ტაძრის კიბესთან დადებული სატრფოთა ფიცი,
მე ვარ სამრეკლო, ყინვისაგან ძლიერ დამზრალი
და ვარ მხატვარი მზის ჩასვლისას ვენებს რომ იჭრის,
ვარ ასი წლის წინ დაწერილი მკვდრების სონეტი,
აბორტგანცდილ ცას მოწყვეტილი მწველი ვარსკვლავი,
მათხოვრის მიერ გამოცდილი ყველა მომენტი
და გლეხი კაცის ხელები ვარ შრომით დამსკდარი.
მე ვარ თოლია ზღვის ტალღებზე ლაღად მფრინავი
და ვარ არწივი მთის წვერებს რომ უვლის დღე და ღამ.
მე ვარ აჩრდილი უცხო მეფის , დარდით მგრგვინავი,
ჯიბეგაფხეკილ მუსიკოსის ბედის წერა ვარ.
ვარ შენს ფილტვებში მოთარეშე ბოლი თუთუნის,
ბურგუნდიული ღვინის წვეთი შენს ცხელ ბაგეზე,
ვარ ბნელ ღამეში ტკივილისგან ჩუმი ჩურჩული
და ცრემლის კვალი ყინვისაგან ნატკენ ღაწვებზე.
ვარ დედაჩემის სევდიანი ლოცვის სამიზნე,
ვარ ის გოგონა ოცნებები რომ ვერ ვიყიდე,
მე ვარ ის ვინც ეს ცხოვრება ასჯერ დავიწყე ,
ერთი უბრალო , მეოცნებე ა.ზეიკიძე...

ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი ელლ

აუუუუუ შენ არ იცი როგორ გამახარე. მოკლედ შემოვდივარ საიტზე, ვაჭერ ლექსების ჩარჩოს ხელს და ვხედავ ანას დადებულ ახალ ლექსს, სკამზე აცანცარებული შევდივარ და კანკალით ვკითხულობ, ყველანაირი ტკვილი და სასიამოვნო გრძნობა ერთად იბუდებს ჩემში და საოცარ ბედნიერებას განმაცდევინებს შენი ლექსი. ეს იყო სასწაული, ეს იყო ნიჭის ფურცელზე გადმოღვრა, ეს იყო გულის აჩქარებული ფეთქვა, გმადლობ, გმადლობ , გმადლობ. გენიალური ხარ, შეუდარებელი, ყველაზე მაგარი და ნიჭიერი, შენა ხარ ჩემთვის პოეტთა დედოფალი, ანა კალანდაძის გამოღვიძება. ვაჰ მე , კიდევ რა გითხრა არ ვიცი, ჩემი ლექსიკონი ზედმეტად მწირეა შენს შესამკობად . თავბრუდამახვიე

 


№2  offline წევრი Anna)))

.... ...
აუუუუუ შენ არ იცი როგორ გამახარე. მოკლედ შემოვდივარ საიტზე, ვაჭერ ლექსების ჩარჩოს ხელს და ვხედავ ანას დადებულ ახალ ლექსს, სკამზე აცანცარებული შევდივარ და კანკალით ვკითხულობ, ყველანაირი ტკვილი და სასიამოვნო გრძნობა ერთად იბუდებს ჩემში და საოცარ ბედნიერებას განმაცდევინებს შენი ლექსი. ეს იყო სასწაული, ეს იყო ნიჭის ფურცელზე გადმოღვრა, ეს იყო გულის აჩქარებული ფეთქვა, გმადლობ, გმადლობ , გმადლობ. გენიალური ხარ, შეუდარებელი, ყველაზე მაგარი და ნიჭიერი, შენა ხარ ჩემთვის პოეტთა დედოფალი, ანა კალანდაძის გამოღვიძება. ვაჰ მე , კიდევ რა გითხრა არ ვიცი, ჩემი ლექსიკონი ზედმეტად მწირეა შენს შესამკობად . თავბრუდამახვიე

ვაიმეე ♥ გადავირიე . აი , უღრმესი მადლობა შენ , ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია, მიუხედავად იმისა , რომ ჩემი ლექსები მაინც და მაინც არ მომწონს , მაინც უზომოდ მიხარია ასეთი სიტყვების მოსმენა და ამისათვის დიდი მადლობა და იმისათვისაც რომ ჩემს ლექსებს კითხულობ love
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი Anna)))

Kristy
ძალიან კარგი ლექსია ანა, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ამ საიტზე წამიკითხავს... წარმატებები

ქრისტი, ჩემო საყვარელო ♥
ძალიან დიდი მადლობა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლექსი შეუდარებელია. უბრალოდ არაფერი მაქვს სათქმელი, სიცრუე იქნება ყველანაირი სიტყვა რასაც გეტყვი, იმიტომ რომ ბევრად ლამაზი იყო... request

 


№5  offline წევრი Anna)))

ლაზარე 13
ლექსი შეუდარებელია. უბრალოდ არაფერი მაქვს სათქმელი, სიცრუე იქნება ყველანაირი სიტყვა რასაც გეტყვი, იმიტომ რომ ბევრად ლამაზი იყო... request

დიდი დიდი მადლობა შენ <3 გაიხარე მიხარია ამის მოსმენა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№6  offline წევრი Anna)))

Nisa Sa
როგორ შეიძლება ანნას ლექსების წაკითხვისას, ჟრუანტელმა არ დაგიაროს, ბრწყინავ შენი ლექსებით

უღრმესი მადლობა ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent