ღმერთთან
მე როგორც ყველა როდესღაც მოვკვდი, ღმერთთან წავედი ყველაფერს ვთმობდი, დავტოვე მიწა დავტოვე სახლი, დავტოვე ყველა მარტო მე დავრჩი. წავედი ღმერთთან ყველას გარეშე რა შუაში ან რას დავეძებ, ღმერთო მითხარი რატომ ან რისთვის და ბოლოს მაინც ყველაფერს ვყიდით. ჩუმად ვართ ერთად,ყველაფერს ვხედავთ, ჩემს ძველ ცხოვრებას მივყვები მე კვლავ, მე დავინახე როგორ დავეცი, ცრემლებისათვის ღმერთიც გავეცი. ღმერთო რა ხდება დღეს ჩვენს ქალაქში, ჩვენ ყველას ხელს ვკრავთ არა თამაშში, უბრალოდ ვხედავთ როგორ კვდებიან, გასაცინებლად ენა გრძელი აქვთ. ღმერთო პასუხი დღემდე ვერ ვნახე მეგობრებიდან ვერ გამოვნახე, ველოდი რჩევას,ველოდი მე კვლავ, მაგრამ ვერაფერს ვერასდროს ვხედავ. ღმერთი კი ჩუმად,ჩუმად მისმენდა, თვალზე ცრემლები ნელ-ნელა ღვივდება, მას ეტირება ხოლო მე ამ დროს თვალზე ნელ ნელა ცეცხლიც მიჩნდება… უბრალოდ რა ხდება პასუხი მჭირდება, ვერაფერს ვხვდები იქნებ ამიხსნათ, უბრალოდ ბოლოს ღმერთიც მშვიდდება, და სამოთხის კარს აღებს თავისას. მაგრამ მანამდე ერთს გეტყვი შვილო, შენი მამა ვარ სამოთხეს გითმობ, ცხოვრების ბოლოს სიყვარულს ითხოვ, ამას გისრულებ სხვა რაღა გიყო. როდესაც არავინ გეხმარებოდა მე ხომ ვცდილობდი შენთან ცხოვრებას, მაგრამ გამაგდე უცებ შენ გარეთ და ჯოჯოხეთში მიშენებთ სახლებს. სიყვარულს ვთმობდი სიცოცხლეს ვთმობდი ოღონდ გეცოცხლათ გეცოცხლათ მუდამ მაგრამ ვერ ხვდები სიყვარულს ჩემსას რადგან ეშმაკის ირწმუნე შენ კვლავ იცი რა ხდება? შენ ვერ მამჩნევდი, მე ხომ ყოველთვის შენთან ვამხელდი, იმ საიდუმლოს რომელსაც ქვია, ეს ჩემი ნდობა ვერსად გავეცი... იცი რა ხდება?შენ კვლავ დაეცი, წამოსადგომად ეშმაკს გაეცი მე დაგავიწყდი შენ გვერდით მდგომი, ეშმაკისათვის წამოსადგომი. ახლა ერთს გკითხავ გეკუთვნის კარი? რომელსაც გჩუქნი მე სამუდამოდ, ახლაც გამეცი პასუხი მცდარი და მე ყოველთვის გეტყვი ჩუმად,რომ ადამიანი უკვდავობის ჟამს, სიყვარულისთვის წყალობას ითხოვს, ხოლო უკვდავი არავინ რჩება, სამოთხის კარს აქ ყველა ითხოვს. ეხლა კი უკვე ყველაფერს მივხვდი, მე ხომ არასდროს არაფერს ვთვლდი, მე მაპატიე ღმერთო ბოლოჯერ, მუხლის ჩოქებზე ამას გთხოვ სიმწრით, და ბოლოს ერთს გთხოვ რომ მიმასწავლო ჯოჯოხეთამდე მე გზა არ ვიცი... სიყვარულისთვის გითმობ სიცოცხლეს, და მე გთავაზობ ლამაზი სიტყვით წავიდეთ ერთად იქ სადაც არის თანმდევი ფიცი,სიყვარულს შიგნით სადაც არიან ანგელოზები,ჩემდამი ფიცის ლამაზი სიტყვით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.