ნაზი ფოთოლი
ხეს მოსწყდა კიდევ ერთხელ ნაზი ფოთოლი, ის გაიტაცა უცაბედათ მოვარდნილ ქარმა, არ შეიცოდა, არ დაინდო, ისე გაწირა, ვით კაცის გული ახალგაზრდა ამაყმა ქალმა. ნაზი ფოთოლი შეერია მტვერს ამოვარდნილს, რომელიც ქარმა, მწვალებელმა თან მოიყოლა, მათი სიმკაცრე ცას აკრთობდა, მიწას აპობდა, მაგრამ ფოთოლმა დანებება არ მოინდომა. გაიფრთხიალა, გაიბრძოლა, მედგრად დაუდგა, ვერ შეეგუა ნორჩი სული ბუნების რისხვას, შველა ითხოვა, მზეს მიმართა დახმარებისთვის, თუმცა პასუხად მან მიიღო ულევი კიცხვა. მზე მას განუდგა, განურისხდა, ზურგი აქცია, არ აპატია მას ურჩობა, ბუნების მიმართ, ნაზი ფოთოლი ყველამ დაგმო აითვალწუნა, მის დასასჯელად ქორიც იქცა უგულო წვიმად. ფექ-ქვეშ გათელილი ნორჩი ფოთლის მებრძოლი სული, არ მოერიდა მის სინაზეს ისე გააქრო, ხეებს ტოტებზე სისხლისფერი ცრემლი დაედოთ, ფოთლის სიკვდილმა, მათი ბოლო სხივიც ჩააქრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.