გავმხიარულდე?
გავმხიარულდე? ბოდიშით, მე ამას ვერ ვიზამ. ჩემში უშენობა ჭარბობს, თუმცა მე მას ვერ ვიტან. გავმხიარულდე? მოდით, სხვა მთხოვეთ რამე მე მასზე ფიქრში, კვლავ გავათენებ ღამეს. გავმხიარულდე? იქნებ დაფიქრდეთ, იქნებ ასე სჯობს? მე მუდამ ჩუმი, სევდიანი კვლავ დავწერ მასზე მრავალ სტროფს. გავმხიარულდე? არა ბოდიშით, მე გულზე სხვა მეხატება თქვენი, როგორც ყოველთვის კითხვა რა მემართება? და რა მემართება? ვარ ჩაკეტილი ლაბირინთში, არ ვეკარები სამყაროს არ გავსულვარ და არც ვაპირებ არასდროს, არარსებობს მნახოთ სხვაგან თუნდაც სხვა დროს. აქ სიცივეა, მაგრამ სიმშვიდე. აქ ფერფლი თოვს, და ითოვს კიდეც. აქ სიცივეა, მაგრამ არ არსებობს ნიღაბი მათ სახეზე, აქ სიმართლეა, ნამდვილი, არა ის რასაც მანდ მიეჩვიეთ და სად ვარ? ისევ აქ, არსად წავსულვარ არც ვაპირებ. ლაბირინთს ახსოვს ყოველი ლექსი, და ვიცი არ გაატანს უცხო ნაპირებს. და ვინ ვარ? გიჟი, გაუგებარი, თუ უბრალოდ ბილი? გათიშული სრულიად, თითქმის არავის ესმის სიცილი ერთადერთი რასაც ვნატრობ, შენი ღიმილი. გავმხიარულდე? ბოდიშით, მე ამას ვერ ვიზამ. ჩემში უშენობა ჭარბობს, თუმცა მე მას ვერ ვიტან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.