შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენში რა მიყვარს იცი?


13-02-2017, 00:04
ავტორი ლ უ კ ა
ნანახია 3 947

შენში რა მიყვარს იციი?
შენი ღიმილი კარგო,
ჩემი გული რომ ფეთქავს,
შენი დანახვით ლაგობს.

შიშს რამიქარვებს იციი?
შენს გვერძე ყოფნა მარტო,
შენ მეყვარები მხოლოდ,
ამას ვიტყვი და ვამბობ.

შენ მეყვარები მხოლოდ,
გულს შენ უყვარხარ არ გთმობს,
შენი ტკივილი მტკივა,
შენი ცრემლები მაღრჩობს.

ოო, როგორ, როგორ მიყვარს,
შენი თმები რომ მათოვს,
არვიცი ჩემზე ძლიერ,
ვინმეს უყვარხარ კარგო?

ეს ლექსებიც ხომ იცი?
რომ შენ გეძღვნება კარგო,
შენ მეყვარები მხოლოდ,
გულს შენ უყვარხარ არგთმობს.

უფლის ნებით შემომხვდი და ყოველდღე
მილამაზებ დილასა და საღამოს...
შენც პატარა გოგოსავით მომენდე,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

ვინ რა იცის, ხვალ იქნება დავშორდეთ,
მერცხლებსაც კი უნგრევენო საბუდარს...
როცა გიყვარს, კიდეც უნდა ბავშვობდე,
ეჭვობდე და იფერებდე გაბუტვას...

როცა გიყვარს, ვეღარ დათმობ, იცოდე,
სიყვარულთან სიძულვილი არ ხარობს...
მიყვარხარ და მილამაზებ სიცოცხლეს,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

ეს ჭიქა მხოლოდ შენთვის მაქვს დასხმული,
მინდა, რომ ეს სისხლი დავცალო თავიდან,
ღმერთის ჯამიდან, ღვინით აღვსული
ათას ცრემლსა და ტკივილს ავიტან...

ქალი გავიცანი თითქმის ანგელოზი ,
მისი თვალებიც კი ჩემთვის ღმერთი იყო,
როგორ არ ვიჯერო ? არ ვარ სარკინოზი
როცა ჩემი გული ორად გადაიყო.

დავიწყებ თავიდან, ნელ-ნელა მკაფიოდ,
მე შენ გეტყვი, რომ არ გინდა სიბრაზე,
ცხოვრება ახლიდან, სიკეთით დავიწყოდ
ეშმაკის გულსაც, რომ დაეტყოს სინაზე.

დავიმტვრებ ფრთებსაც!!! რომ ვეღარ გავფრინდე,
ალიონს ყოველ დღე შენს სახელს დავარქმევ,
გავივლი იმდენს რომ სულ წინ დაგიხვდე,
ყველას და ყველაფერს, შენზე ფიქრს წავართმევ.

ქალი გავიცანი ჩემზე ბევრად კარგი,
მისი შეხედვაც კი ჩემთვის ბევრი იყო,
ნუთუ დავიჯერო, გახდე ასე კარგი
და ზეცას თითქოს აღარ გამოეყო.

და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...

მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!

და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.

და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!

უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.

პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში

თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!

ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა

ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.


პ.ს რა უცნაურია ცხოვრება,როგორ უცბად მოგვიწყობს ხოლმე სასწაულს, რომელიც თავდაყირა გვაყენებს და ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ცვლის. არავინ იცის რა გველის მომავალში, არავინ იცის რა იქნება ხვალ, რას გავაკეთებთ,როგორ მოვიქცევით,როგორ ვიქნებით! ადამიანები მხოლოდ ვგეგმავთ,მაგრამ იმაზე არ ვფიქრობთ ეს გეგმები მალე განვახორციელოთ და მომავალი დღისთვის არ გადავდოთ?

ავტორი: Гурами Хизанейшвили



№1  offline მოდერი bla.ell

ჰო იმაზე არავინ ფიქრობს იქნებ იმ მომავლამდე ვერც მიაღწიოს...
კარგი იყო ისეთი იყო აი რომ ვერ ენით რომ ვერ აღწერენ...
❤❤

 


№2 სტუმარი ნემო

ლუკა ხარ თუ გურამი:დ
მომეწონა კარგი იყო:*

 


№3  offline წევრი ლ უ კ ა

bla.ell
ჰო იმაზე არავინ ფიქრობს იქნებ იმ მომავლამდე ვერც მიაღწიოს...
კარგი იყო ისეთი იყო აი რომ ვერ ენით რომ ვერ აღწერენ...
❤❤

Moshavo
Wamia cxovreba...
rakargad ageer qalis grdznobebs... mixaria rom dges kidev arian aseti tbilebi

მადლობა

ნემო
ლუკა ხარ თუ გურამი:დ
მომეწონა კარგი იყო:*

მადლობა. მე ლუკა ვარ ლექსი კი გურამისია :D

 


№4 სტუმარი მამუკა

ისე სხვისი ლექსის გადაკოპირება რომ არ შეიძლება არ უთქვამს თქვენთვის ? ან დაწერეთ რომ სხვისიც არის ან რამე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent