ერკე ადამიანი, დღემდე ვისაც გგონიათ
ერკე ადამიანი ვისაც დღემდე გგონიათ ერკე სხვა პლანეტიდან გასროლილი ბომბია, ფეთქებადი სიყვარულის ერთიანი ფილა კაცობრიობისთვის მავნე, გარკვეულწილად. დაეცემა, გაიშლება საუკუნის მერე ახლა სწორედ თქვენ უშლით ხელს გასაფანტად ფერებს ჰაერში რომ გამოჟონავს სუიციდის კვამლი თვალს აბრმავებს, სიყვარლის არ დარჩება კვალი და სწორედ ეს დაგვღუპავს ჩვენც. თუ სიკვდილი იარსებებს, მანამ სანამ ბომბი დედამიწამდე მოაღწევს, ვებრძვით ჩვენს მოლოდინს ქუჩა ფიქრებს ანიავებს და ყველაფერს სულ შლის გაბრაზებით არ გვეყოფა დახეთქება მუშტის. ერკე ადამიანი, ვისაც დღემდე გგონიათ ერკე ამ პლანეტაზე დაცემული ბომბია სიყვარული მოიტანა უნდა ამის გაგება სუფთა სათნო, არ სჭირდება თქვენთვის მახის დაგება. შავ ლაქად აქვს შავ სხეულზე, ყველას ვისაც აკლდა სიყვარულის ის დოზა, რაც მოჰყვა აფეთქებას მაგრამ ვისაც ვეღარ შეხვდა, ნურაფერზე ღელავთ ერკემიდასიდან ერთიც სასროლად მზადდება. რომ მივიღებთ, და უფლებას მივცემთ გასკდეს ბომბი, შეწყდება ჩვენს სამყაროში, სამყაროთა ომი, განათდება სიბნელეთა უტყვი ათინათი და გვეძლევა შურთა ქმნილი ასობით ხიფათი. ერკეს ადამიანობის ვისაც დღემდე სჯერა ჯერ არ გიცვნიათ რას ნიშნავს თქვენი ბედისწერა, სიკეთიდან გამოვიყვანთ, ადამიანს შევქმნით და მადლობას გადავიხდით ბოლოს ჩვენი ფერფლით, ერთად დავდგებით, ან გადავრჩებით ან დავიწვებით. ე.მ. 21 თებერვალი 2017 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.