შენი დაბადების დღე
დღეს შენი დღეა, სიხარულო დღეს დაიბადე, შენმა გაჩენამ აზრი მისცა ჩემს არსებობას, ამიტომ ეს დღე ჩემიც არის მეც დავიბადე, უშენოდ წამით არ დავეძებ ამ ქვეყნად ყოფნას. მე შენით ვცოცხლობ, შენით ვხარობ, შენთვის ვილოცებ, არ დავიშურებ თვით სიცოცხლეს შენთვის გავწირავ, შენი ღიმილი მირჩევნია ქვეყნად ყველაფერს, შენ თუ კარგად ხარ მე ამითაც ბედნიერი ვარ. მშურს დღეს დაგლოცო, როგორც ბევრჯერ დამილოცნიხარ, თუმცა არ ვიცი რა გისურვო ამაზე მეტი, ამიტომ მოვალ, ხელს მოგკიდებ, მოგეფერები, და ამ ლამაზი ცხოვრებისთვის მადლობას გეტყვი. დაღლილი პოეტი დავიღალე ლექსის წერით, მუზა სადღაც გამექცა, დაქანცული კალამი, ზედ ფურცელზე წამექცა. მაგრამ სული მშფოთვარე, კვლავ დაეძებს სტრიქონებს, და გონების სიღრმიდან, რიტმულ სიტყვებს იგონებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.