შენ რომ არ იყო
შენ რომ არ იყო,ალბათ სევდა გულს მომიკლავდა, და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა, სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა, ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა... შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება, რომელიც დარდებისაგან მოდის, არ წყდება, ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება, და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება... შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება, და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება, მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება, და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება... შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება, და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება, ჩემი გული მარტოდ–მარტოდ დაიჩაგრება, და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება... შენ რომ არ იყო, ჩემი გზები სულ არევა, და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.