აურებით ავურევთ
ჩემი გრძნობა შენს მიმართ, დაკარგული როდია, ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ფიქრით თითოეულით აზრები რომ მოდიან, როგორ უნდა შემეძლოს ამ მომენტის გაშვება. სამ საათში დადგება გაზაფხულის პირველი ნეტა ხე თუ მიხვდება? მოწყენილი, შიშველი. მე შენამდე მოვაღწევ აგისრულებ სურვილებს. თუნდაც წარმოსახვაში, შენ მე ვეღარ მიშველი. თუნდაც წამო სხვა სახლში, აურებით ავურევთ, ოცნებების ტალღაში, რეალობა შეცურავს, ამდენ ვერაგ ტანჯვაში თუნდაც სხვა სამყაროში თუნდაც წამო სხვა სახლში, ვეღარაფერს მიშველი. გზა შენამდე შორია, მაგრამ მოვალ პირველი ყველა წყენას გავიხდი პატიოსნად, შიშველი დავბრუნდები, მიყვარხარ და დამხვდები შინ, შველი. თუნდაც ჩემი სახელი, წლებმა კორტნონ სვავივით, ხომ იცი რომ ვამხელდი გრძნობებს უკიდეგანოს, ცურვა თუ ვერ ვისწავლე, გადმოვცურავ ზღვას ტივით. ეჰ, რამდენი რამეა რასაც კიდევ გპირდები, თან როგორი ღამეა, ვიცი მალე მიხვდები, რომ სიმდიდრე ესაა ჩვენ ვართ ძლიერ მდიდრები. სიყვარულის კვნესაა, დედის დანატირები. გეგმები მაქვს ულევი, გზა შენამდე შორია მაგრამ მოვალ პირველი, რომც არ იყოს ტივები. ცურვის სწავლას რა უნდა ჩავყვინთავ და გავცურავ, შენთან ამოვტივტივდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.