შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - დავიცალე....


1-03-2017, 23:00
ავტორი ერკე
ნანახია 1 340

დავიცალე, დამეცალა რითმები და ყველა გრძნობა
ამიტომაც ურითმოა ყველა ჩემი, ლექსთა წყობა,
ფრინველთ მისცეს ფრთები, რატომ? რა მიზეზებით ჩვენ არა
ნუთუ უნდა ვზიდოთ დაცემულის პატივი ჩვენ? კმარა!

დედაც მ...... ყველა მარცხის, რაც უფსკრულში გვაგდებს, გვათრევს
იმ სიტყვების, წელში, ხელშეუხებლად რომ გვამტვრევს,
სიბერეს წაიღებს ახალგაზრდობის ხსნარი მუდამ შორს
და რამდენ ხანსაც გსურს, უსაქმურად შეჰყურე ამ ჰორიზონტს.

ცოდვები გვაქცევს ადამიანად, ფრენის წადილი აქვე მთავრდება,
რეალობა დაბრკოლებაა, რომლის გადალახვაც მეტად რთულდება,
მიწაზე გვიშვებს სიმძიმე ჩვენი ნაკლის, საკმარისი სისუსტისთვის,
ამით არ ვიბადებოდეთ, დაგვეთმობოდა დრო ფრენისთვის.

შენ არ შეჩერდე, ყველა თავისთვის შემოქმედებად მუსიკას აწყობს
ყოველ ჩვენგანში ერთი ის არის, სადღაც სიღრმეში მოცარტი სახლობს,
ნიჭი თუ კვდება, როგორც ფიქრი ზღვის, ტალღებს გაჰყვება მისი სხეული
ვეღარ უბოძებ ახალ სიცოცხლეს, სანამ ის ცოცხლობს ავსე რვეული.

ნუ დაივიწყებ როგორ მოხედი, შენ ხალხმა შეგქმნა, შენ ხალხს ეკუთვნი,
აზრი დაბადა, გრძნობების სიმმა, სადაც მუდამ ხარ ბმული ფერხულში,
წვიმის წვეთები, შენი ცრემლები, ცურვაში ქრება, ცამდე მიღწევის
არ დაგავიწყდეს, წვლილი ვის უძღვის, რადგან დრო დგება შენი დიდების.

წარსულის აჩრდილს დააღწევ თავს და, გამოდევნებით ის დროს დახარჯავს,
არ გაცდე შენ გზას, ნუ გადაუხვევ, თუ გიწერია მაინც აგიხდენს
ზღვარგადებულ ორ სამყაროს შორის, ანგელოზები აღარსად არ ჩანს
ჩართული დარჩა იმედის თვალი, თუ სვლას განაგრძობ მეტსაც აგინთებს.

გაბრწყინდი როგორც ვარსკვლავი ცაში, ეს დაისახე შენივე მიზნად
ნუ ელოდები მომენტს, როდესაც კვლავ გადვიქცევით, მიწიდან მიწად
გარისკე, რისკი აღგაფრთოვანებს, დადე ფსონები გამარჯვებაზე
არ დაიხიო ოდნავაც უკან, რადგანაც შეგხვდეს ადგილი ცაზე.

მოდი გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან, არსებობა და მიზნისთვის ბრძოლა,
თუ არ გაქვს ოდნავ, წყურვილი რამის, სუნთქავ და ლპები, მხოლოდ არსებობ
ვერც ირბენ ველად, ვერ შექმნი ახალს, არასდროს ფიქრის დრო არ გეყოფა
მიზანს სჭირდება მსხვერპლად შესწირო, თავი და ყველა, ვინც გყავს გარშემო.

გულის კუნჭულში ძინავს გენიას, გამოღვიძება სჭირდება ხელით,
იშვი შეცვალო სამყარო, ან ის გარემო სადაც ახლა შენ ცხოვრობ
თავს ნუ მოიკლავ და ნუ იდარდებ, რომ ის მალულად სადღაცა გველის
ის განგვასხვავებს, ცოცხლად გვამყოფებს, თუ რას დავტოვებთ, ცხოვრების ბოლოს.

პ.ს.
ჩემი მორიგი, ვითომ მორალის მასწავლებელი ლექსი, შეაფასეთ....
მადლობა ჩემებო :*



№1  offline წევრი anuki2662

უნიჭიერესი ხარ !ვგიჯდები შენზე

 


№2  offline მოდერი bla.ell

გარისკე, რისკი აღგაფრთოვანებს, დადე ფსონები გამარჯვებაზე
არ დაიხიო ოდნავაც უკან, რადგანაც შეგხვდეს ადგილი ცაზე.
ერკინიო...მომეწონა...გადაღლილი ფიქრებით დაწერილი ლექსია...
ემოციური...განსხვავებული,მოკლედ ერკინიო გენიალური ხარheart_eyes❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

მადლობა გვრიტებო laughing scream heart_eyes
მახარებთ ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4 სტუმარი Guest mware

Deda m.... Es wertilebi rogor mouxda erekle xar Tu erkinio:D:D:D:Dgamaoce pirdapir

Leqsi magaria am cashi Ra ginda deDamiwaze haeri AR gyofnit xalxo zogs mtvareze,unda zogs gmertan ... ro gaxdes.eseti tvitdajerebuloba makvirvebs

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

Guest mware
Deda m.... Es wertilebi rogor mouxda erekle xar Tu erkinio:D:D:D:Dgamaoce pirdapir

Leqsi magaria am cashi Ra ginda deDamiwaze haeri AR gyofnit xalxo zogs mtvareze,unda zogs gmertan ... ro gaxdes.eseti tvitdajerebuloba makvirvebs

მადლობა შენ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent