შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რისთვის გიყვარდი?..


4-03-2017, 00:17
ავტორი rainey
ნანახია 1 856

რისთვის გიყვარდი?
მისთვის რომ სევდის უღელს ვერ წევდი დასუსტებული?
რისთვის გიყვარდი?
მისთვის რომ ფიქრებს არ გაეხადე დაღონებული?

ჩემთვის ვინ გახდი?
სიტყვის სიმძიმე.. გრძნობის სიწრფელე, - არარსებული..
რატომ ხარ დარდი?..
რადგან ვფიქრობდი ჩემთვის იყავი დაბადებული..

უძლური გავხდი,,,
შენი ფიქრები ახლაც აღწევენ ჩემს ოცნებებში!
ჩუმი წყვდიადი!
გაყუჩებული,, მაგ მზერით ისრებს მიმიზნებს მკერდში..

კვლავ აკიაფდი..
მე კი ცა გავხდი.. ვარსკვლავად გითვლი სულის არეში..
გადახმიანდი,,,
სხვა სიმი გახდი, სხვა ტონი გახდი, სხვათა მხარეში..

ცოტაც მადროვე!
და გავაყუჩებ შენი სურნელით ნატკენ გვირილებს..
ცოტაც მადროვე!
მივაყურადებ ჩემამდე მოსულ სხვათა ბილიკებს..

გადამიყოლე..
ვეღარ ვიხსენებ შენამდე რაც კი გამიგონია
და რომ გამომყვე?..
რომ არ შეჩერდე,,, ვეღარ მიგიღებ! - არა მგონია!!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent