შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ ეს ცხოვრება აღარ მჭირდება


7-03-2017, 00:23
ავტორი ლ უ კ ა
ნანახია 2 234

და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

ავტორები: გურამი ხიზანეიშვილი და ლუკა მუსელიანი)



№1  offline მოდერი bla.ell

Deja viu rato maqvs?! Kargi iyo momewona magram titqos mecnobodajoyheart_eyes❤❤

 


№2  offline წევრი anuki2662

Sayvarelo shen

 


№3  offline წევრი ლ უ კ ა

bla.ell
Deja viu rato maqvs?! Kargi iyo momewona magram titqos mecnobodajoyheart_eyes❤❤

anuki2662
Sayvarelo shen

blush blush relaxed

 


№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ისეთი ლექსია თან რომ გგონია რომ ოდესღაც წაგიკითხავს და თან რომ ვერ იხსენებ სად წაიკითხე. რაღაც ძალიან ორიგინალურია. ბრავო ^_^
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent