არ გინდა ჩემი მეუღლე გახდე?
გავაფერადებ ოცნებებს შენზე, დავხატე ცაზე შენი ფერები, ქალებზე ფიქრებს გადავდებ გვერდზე, მთელი არსებით მოგეფერები. შენი ბგერები ნაზად ჩამესმის, ვტკბები ლამაზი თვალების ცქერით, როგორ აგიხსნა მართლა არ მესმის, არ გავაფუჭო გრძნობები ენით. ცაზე ვარსლვლავად ამესახები, სიცოცხლის მიზნად დამესახები, გულში ჩვილივით ჩამესახები, სარკის წინ მდგომსაც შენ მესახები. უდაბნოს წყაროდ მოედინები, ზღვებს ხანძარივით მოეფინები, ცეცხლს შენი ცეცხლით მოეკიდები, ქარებს თბილ სიოდ მოევლინები. გული მიგიგავს გრძნობათა ბუდეს, მისგან გამოსვლა ვის უნდა სურდეს? როგორ არ მინდა ვინმესი მშურდეს, ვინც მაგ სითბოში ატარებს წუთებს. ოდესმე კიდევ შევხვდებით სადმე, მე მინდა რომ ჩემ მომავალს გავდე, ტკბილი ვახშამი მოგიწყო ნავზე, ცრემლი არასდროს არ გქონდეს თვალზე. მინდა ბავშვივით ხელი ჩაგავლო, გული როდესაც შენსკენ მიმათრევს, მინდა დაგმალო, ჩემში ჩაგმალო, სადაც ვერასდროს ვერვინ მიგაგნებს. როიალი ვარ შენი შეხებით, ქნარის სინაზე როცა გეხები, გიტარის სიმი თბილი შეხედვით, ვიოლინოს ხმა თუ შემეხები. ქვიშით ავაგე კოშკები ცამდე, ვფიქრობ ეს კითხვა შეგიცვლის სახეს, სურვილი მაქვს რომ პატარძალს გავდე, ჩემი ბეჭედით დაგიგებ მახეს. ნანატრ ოცნებად გულში რომ დაგრგო, ციდან სამ მეტრზე მაღლა რომ ახტე, გკითხავ ძვირფასო უეკლო ვარდო: არ გინდა ჩემი მეუღლე გახდე??? ბაჩო ზაქაიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.