შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკა ჩერქეზიშვილი


10-03-2017, 15:02
ავტორი bla.ell
ნანახია 2 357

ყავა – უშაქრო,
ან ჩაი – “ლიმნიანი”,
“KENT”-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური.
დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ – არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან.
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს – მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები, კოცნით დამღალე და…

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან

***
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,

შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია.

ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,

ვხვდები,

თუ დავეცი – ყელსაც გამომჭრიან.

მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება,

მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე,

დღეში თითო დარდი მაინც მემატება,

ყელში ამოვიდა,

ჰოდა, დავიჯერე,

რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა –

ჩემთვის –

მხოლოდ მისი თბილი თითებია,

მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,

ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.

ჰოდა,

მოდით,

ძმებო,

თავი დამანებეთ,

თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,

მე კი

მას მოვძებნი მთელი გამალებით,

გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,

რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,

ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი.

ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,

მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.

***
წვიმა როგორ მოვა – ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი – ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს – დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.

***
შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
როცა ცას ღრუბელი ფარავს,
ანუ,
როცა ცივა ცაში,
ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.

შენი სახელია – მარა,
ჩემი ცოლი ხარ და როცა,
სულში მივარდება ქარი
და ჭუჭყით მევსება ხორცი,
არასოდეს მტოვებ მარტო.

შენი სახელია – მარა,
მზისკენ გაქცეული მკერდით
ათას საიდუმლოს მალავ
და შენს აღმოსავლურ კერტებს
რკალავს ჩრდილოეთის ქარი.

შენი სახელია – მარა,
ქალი ხარ, უფრო კი ბავშვი,
ნეკნი არ ვიცი და მალა
ხერხემლის, როცა ხარ სახლში –
ქუჩას ეფინება შუქი.

შენი სახელია – მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.

***
მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

მერე, ჩვეულებრივ თვალები დახარე,
ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები,
ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე,
სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება

მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე,
მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი,
და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს
და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა.


ავტორი:ნიკა ჩერქეზიშვილი.


ჩემო საყვარლებო გადავწყვიტე ჩემი უსაყვარლესი პოეტის ლექსები შემომეთავაზებინა რომლებიც მის კრებულში საუკეთესოა მიყვარხართ ყველა heart_eyes heart_eyes



№1  offline წევრი choco

dzalian visiamovne madloba ,

 


№2 სტუმარი mware

თემო შენგელია დიკა სალაყაია,თემოსაც კარგი ლექსები აქვს თვალები გეტყვის თუ ჩახედავ რა ქვია ტკივილს")ბლა მომენატრე ძლივს გაიხსნა ზონა რამე რო დამეწერა

ზურა სალუქვადძეს სხვანაირი:/ამ ლექსე მეკეტება

 


№3 სტუმარი mware

სხვანაირი ისე ყვება თითქოს გული ამოაყოლათქო ეგ ლექსებიც ხო საერთოდ.ხატია სულაბერიძე ქალი Dძან საყვარელია

 


№4  offline მოდერი bla.ell

mware
სხვანაირი ისე ყვება თითქოს გული ამოაყოლათქო ეგ ლექსებიც ხო საერთოდ.ხატია სულაბერიძე ქალი Dძან საყვარელია

ჰოო?ზოგადად ქალების წაკითხული ლექსები არ მიყვარს :დდდ მაგრამ მაგას ვნახავ თუ მომეწონება:დდდ❤❤

 


№5 სტუმარი mware

საყვარლად ყვება

 


№6  offline მოდერი bla.ell

mware
საყვარლად ყვება

დამაინტერესააა:დდ ახლავე ვნახავ

bla.ell
mware
საყვარლად ყვება

დამაინტერესააა:დდ ახლავე ვნახავ

უი ეს დიკა ვიცი გვარი არ მახსოვდა:დდდ ჩემი ძმის მეგობარია:დდდ მარა ახლო არა:დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent