შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიჩუმე სამყაროზე მეტს ამბობს ჩემთვის


3-11-2015, 22:21
ავტორი Anna)))
ნანახია 5 009

*1* . "მე ვარ საკუთარი თავის ახალი გამოვლინება,
და მისივე სიყვარულის,
ყველაზე საზიზღარი მაგალითი,
ვარ მარტივ მამრავლებად დაშლილი,
გაუცხოვება
და მიზეზი იმის რომ
ვიღაცის სიზმრებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ,
ცხრა თავიანი დევები."


*2*. ''სიყვარული არ არის ერთი სიტყვით გაღმერთებ,
გაღმერთება არ ნიშნავს მიყვარხარ და ჩემი ხარ,
ჰორიზონტზე ვზივარ და ხელის გულზე ვაერთებ
სურვილს რომ ხარ ერთ – ერთი უჩვეულო ჩვევიდან.''
ტოტოღაშვილი


*3*. ''და მეც რიგითი გამვლელი ვარ
და მეც უბრალოდ,
ერთი მათხოვრის უსასრულო იმედი მქვია''


*4*. ''არადა ვიცი თვალის ფერი
და არა სიღრმე,
თმის ფერი და
არა სურნელი.
თითების ფორმა -
მაგრამ ერთხელაც არ მიგრძვნია
მისი შეხება.
მხრების სიგანე -
ერთხელაც არ ჩავხუტებივარ.''
ტოტოღაშვილი

*5*. ''მხოლოდ პოეზიით
მოწამლულ მამაკაცს თუ შეუძლია, რომ
გოგონას, კაფეში დაპატიჟების ნაცვლად,
წეროების თამაში შეთავაზოს და კითხვაზე
- რამდენი? უპასუხოს ისტორიის ყველაზე
სისხლიანი ციფრი 100 000 და ისიც მხოლოდ
იმიტომ, რომ მის თითებთან უფრო დიდხანს
დარჩენა შეძლოს. ''
ამირან ჯანჯღავა

*6*. ''ძალიან ბავშვური გავხდი და მგონია
ვიტირებ, თვალები ცოტაც რომ დავხარო.''
მაიმასკო


*7*. ''ყავა - უშაქრო,
ან ჩაი - "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური.
დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ - არაპოეტური.
წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან.
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს - მხოლოდ შენთვის მინდა.
მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები, კოცნით დამღალე და...
გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.''
ნიკა ჩერქეზიშვილი

*8*. ''მე ახლა სადღაც, უნდა
დავსრულდე
და ნუ ეცდები ჩემს გაგრძელებას.''
ალექსანდრე შურღაია

*9*. ''როცა ძალიან გიჭირს,
ნუ მიატოვებ საკუთარ თავს
რომ
სხვის გვერდით იყო.''
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

*10*. ''მაგიჟებს...
მაგიჟებს......
მაგიჟებს.........
მოდი
და
არ გაგიჟდე!...
სულს
მიფორიაქებს
და
როგორც
თრიაქი
ფილტვებსაც მიაგნებს,
თუ ცოტაც ვაცადე
და
მაჯებს ვამზადებ
საყვირლად,
რომ
სისხლმა დახეთქოს
ვენები
და
ნერვებს
ტკივილით გავთიშავ.
ამ
სულის გრიგალებს
ფურცლავს
და
განა ხევს
და
ვიცი საკუთარ
ლექსებში დამმარხავს.
იმდენად ჩემშია,
იმდენად ჩემია,
რომ
როცა შევხედავ,
მის ტანზე რჩებიან,
თვალების ჩრდილები
და
ყვირილს ცდილობენ
მიყვარხარ!!!.........''
ლაშა მარგიანი

*11*. ''უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები
მიყოლებით.
მინდა ახლა ისე თბილად
მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ
გეყოლები.''
ნ.ჩერქეზიშვილი

*12*. ''რამდენჯერ უგვრძნიათ ხელებს შიში, სიცივე, ტკივილი, სითბო, სიყვარული, სიახლოვე... ხელები ყველაფერს ინახავენ... შენგან წასულების სითბოსაც ხელები ინახავენ.''

*13*. ''ნუ მესიზმრები,
გადავიღალე,
გამოღვიძებულს რომ ვერ გპოულობ.''

*14*. ''მეტი რაღა ვთქვა..
შავ-თეთრია,
დღეს, ის ფერებიც,
რომლებიც, გუშინ,
მიტოვებულ ტილოებს ვაცხე..
ჯანდაბას,
ფრაზა,
რომანი თუ ჩემი ლექსები..
დღეს მინდა, შენ წიგნს,
ლაქგადასხმულ,
ფურცლებად დავრჩე..''
__
ირაკლი ჭიკაიძე


*15*.''მერე კი ერთხელ...
შენ დაგინახე.
თითქოს მთელი ჩემი სიცოცხლე
რაღაც მოსაწყენ, გრძელ დერეფნებში ვიხეტიალე.
და უცებ ბნელში
გადამალულ
მზეებს
წავაწყდი.''

*16*. ''გთხოვ,
ხანდახან,
ძალიან იშვიათად,
მაგრამ მაინც,
ნუ ემსგავსები ჩვეულებრივ ადამიანებს,
ჩვეულებრივი განწყობებით.
ნუ მართმევ შენს თავს..''

*17*."ცარიელი ოთახი.
ცარიელი ჯიბეები.
ცარიელი დღე.
...
მე კიდევ სიყვარულით სავსე მაქვს
გული."

*18*.''რომ ოცნებებს ანუ, ავუხდები იქით,
არ ვამართლებ რადგან
მოლოდინებს სხვათა,
მთელს ქალაქში ვკვდები და
ჩააქრეთ შუქი,
თვითმკვლელობის ნება ღმერთს
უჩემოდ დართეთ.''

*19*. ''ასეა,
ხშირად..
შორსმყოფზე - ოცნებობ.
ახლომყოფს - ეჩვევი.
გვერდზე მყოფს - იბეზრებ..
ხშირად,
ასეა..''
__
ირაკლი ჭიკაიძე

*20*. ''მეეზოვეებო ნუ გვით შემოდგომის ფოთლებს,
მათ ყოველდღიურ ნაგავთან ერთად
ერთ ბუნკერში რა ესაქმებათ.
მათი ადგილი ტროტუარზეა,
მანქანების მტვერში
ნაღვლიანად ჩავლილი ადამიანების მზერაში.''
–––
შონ აბრამი


*21*."და აჩრდილები გადათელავს მინდვრის ყვავილებს
და სიმარტოვის გადამიხსნის გნიასი მაჯას,
შენ ალბათ ვერა და უფალი ვიცი გამიგებს,
მომბეზრდა ყველა აღსარება. შენდობა. დასჯა."

*22*. ''მარტოსულობა
სადღაც
შვებაა,
ამ
მარტოხორცებით
სავსე
პლანეტაზე.''
ლაშა მარგიანი

*23*.''შენი მარადიული სიყვარული ჰქვია
ჩემს დროებით სიცოცხლეს.''
ნიკა ჩერქეზიშვილი

*24*.''მაგრამ ზოგჯერ გოგოები დადიან
დაბალძირიანი სპორტული
ფეხსაცმლით,
იცვამენ ულამაზო, ყელდახურულ
მაისურებს,
თმას ცხენის კუდივით გაიკრავენ,
ჩაიწყობენ ზურგჩანთებში ქვებს,
ჩაილაგებენ თვალებში
საფიქრებლებს,
დაეხეტებიან ქალაქში,
აკითხავენ ბაღებს და ხიდებს
და წყალში ისვრიან სიჩუმის
ანკესებს.''
___
ლია ლიქოკელი

*25*. "ის მონატრებაც გამიგია,
რომ არ გინახავს და გენატრება."

*26*.''დავსველდეთ,
წვიმს....
წვეთები თხრიან გუბეში საფლავს.
დავსველდეთ
გთხოვ,
მინდა გუბეში
რომ
ფეხი ჩავდგა,
ისე
უაზროდ
და
ყურადღება არ მივიქციო
შენი
და
სხვათა.
დავსველდეთ
ისე
როგორც
ჰაერი
და
მოდი ერთხელ
შევამჩნიოთ როგორც მერცხლებმა
და
მოდი ერთხელ
ვიგრძნოთ როგორც კანმა სისველე,
რომ
ვართ ცოცხლები,
რომ
შეგვიძლია დავინახოთ ღმერთი მიწიდან
და
მოდი
ერთხელ
დავემსგავსოთ ადამიანებს,
რომელთაც
ქოლგით
არ
უყვარდათ
გასვლა წვიმაში.''
ლაშა მარგიანი

*27*. ''შემოდგომაა,
მალე ღამდება,
რა ვქნა, არ მიყვარს
ღამე უშენოდ...
სიყვარული რომ
ასე მთავრდება,
მენანება და
რამე ვუშველოთ...''
~დათო ახლოური~

*28*. ''უშენოდ ცივია სულ ყველა ამინდი,
დაცინვით თითებს რომ სულ ჩემკენ იშვერენ,
უბრალოდ მიყვარხარ,
უბრალოდ დამინდე,
უბრალოდ მოდი და,
უბრალოდ მიშველე.''
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი



*29* "ზოგჯერ,
ისეთი ცარიელია ყველაფერი,
რომ უნდა
ადგე და შენთვის სრულიად
უცხო ადამიანს
უთხრა მიყვარხარ.
ჰოდა მიყვარხართ!"



№1 სტუმარი black

Kai iyo dzan nika cherqezishvilis leqsebis nawyvetebiii dzalian miycars Da momewona es siaxle:*

 


№2  offline წევრი Anna)))

black
Kai iyo dzan nika cherqezishvilis leqsebis nawyvetebiii dzalian miycars Da momewona es siaxle:*

მეც მიყვარს <3 მიხარია თუ მოგეწონათ
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი maridb

კარგია ძალიან მომეწონაა<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline წევრი rezi :3

25 იყო აი ყველაზე სასწაული ჩემთვის love
--------------------
L.C

 


№5  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგი სიახლე იყო love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6 სტუმარი Mariam carc

Dzalian magari iyo yvelaa :*

 


№7 სტუმარი Mariam carcidze

Dzalian magari iyo :* :*

 


№8  offline წევრი Anna)))

მადლობა დიდი kissing_heart heart_eyes
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent