შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლწაკიდებული - ერკე მიდასი


11-03-2017, 00:53
ავტორი ერკე
ნანახია 2 143

ცეცხლი ეკიდა გუშინღამ მთვარეს
შეყვარებული გეგონებოდა,
ზედ ამოენთო, სისხლიც დავღვარეთ
ალბათ გგონია, რაღაცებს ვბოდავ.

შთაბეჭდილების ქვეშა ვართ წამით
სიყვარული რომ პირველად ვნახეთ
შევმსუბუქდებით 12 გრამით,
ამიტომ ვიწყებთ, ფრენას მთელ ღამეს.

მთვარე ანათებს სახლებს და მტკვარებს
ირგვლივ სიჩუმეს მთელი დრო მიაქვს
თუკი ცრემლები, ოდესღაც ვღვარეთ
ახლა გავატანთ, ამ ცრემლებს ნიავს.

ანგელოზადაც გამომეცხადე
სიყვარულს ჩუქნი ყველას ჩემს გარდა,
გული მიცემდა, არ მომეკარე
სულში ჩაიფშვნა, ყოველი განცდა.

გადაქცეული სულიერ განძად,
მეკობრე ვიყო, ცალთვალა ერკე
შენთვის ბრძოლაში თუ ვერვინ დამცა
შენ თავს ვიგებ, სხვა ფეხზე.

აცანცარებულს, გუშინ მესიზმრე
სიზმრებში სტუმრად მეწვიე უკვე
გულის სიღრმეში ჩემი ხარ, ვიდრე
იმ შავი ვარდის, მჩუქნიდი სურნელს.

თავის დაძვრენა, არ მწადს მე არა,
ვიცეკვოთ, ვიგრძნოთ ამ დროის ფასი
საფასურისთვის მითხარი, მზად ხარ?
დაფიქრდი, ჭიქას სანამდე ვავსებ.

დრო კი ბევრი გაქვს, მაგრამ იჩქარე
იქნებ მე აღარ დამრჩა წამებიც
გული მფეთქავი, სული მშფოთვარე
იქნებ ჩემივე ხელში გაები.

და ცეცხლს ვუკიდებ, უცნაურ მთვარეს,
ეულად მნათი, მთელი საღამო
აკვნიდან ვაშთობთ, მდუმარე ქარებს
შენ კოცნამ არ მსურს ოდეს, დამღალოს.

რადგან მოსწყინდა მთვარესაც მარტო,
ალბათ დაეძებს თავისთვის საყდარს
ბედი არ მინდა, მისი რომ ვცადო,
ხელით დავიჭერ სიგიჟის მარცვალს.

როცა მცხუნვარე ღამე მოდგება,
და ხედავ მთვარე კი არა მზეა,
მაშინ მასაც ვიღაც უყვარდება
ზამთრის ყინვაშიც ჩვენი შემწეა.

რომ მიყვარდება თავს ვგრძნობ უკვდავად
ვფიქრობ საჩუქრად მიძღვნეს სამოთხე
გავუძლებ შენგანსხივებს უთვალავს
ცოტა ჩემს სულშიც მინდა ჩამოთბეს.

ცეცხლი ეკიდა იმ ღამით მთვარეს,
ან მე მეკიდა, ის ირეკლავდა
იქნებ ეძებდა უკვე მეჯვარეს
ან უხაროდა, რომ შემიყვარდა.
ე.მ.
8 მარტი 2017 12:01

ცეცხლწაკიდებული - ერკე მიდასი

ცეცხლწაკიდებული მთვარე იგივე...
ცეცხლწაკიდებული - ერკე მიდასი

გაბრწყინებული მზეა.



№1  offline წევრი anna31

Yochag.. kagibichixar

 


№2  offline წევრი lost alien

აშკარად გწვავენ გრძნობები smiley მაგარია ძალიან მომეწონა heart_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი dremear girl

ერკე ცეცხლი ძალიან სწრაფად გწვავს ზოგადად ფრთხილად!

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ფრთხილად ვიქნები მადლობა blush satisfied
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent